ლუიჯი რივა: მარიო ბალოტელი იტალიის სახეა

AutoSharing Option
რასიზმი იტალიაში და კერძოდ, იტალიურ ფეხბურთში მეტად აქტუალური და პრობლემატური საკითხია. რასისტულ ნიადაგზე იტალიურ სტადიონებზე უამრავი ინციდენტი ხდება და ჯერჯერობით გამოსავალიც არსად ჩანს. ათასგზის აქცია, ღონისძიება და მოწოდება არ ჭრის და ეს უკვე წლებია, მტკიცდება.

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი კევინ პრინს ბოატენგის ქმედება გახლდათ, როდესაც რასისტული შეძახილები ვერ აიტანა და "მილანის" ამხანაგურ შეხვედრაში მოედანი დემონსტრაციულად დატოვა. ბოლო დღეებში რასიზმის თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია წინა პლანზე და მოსაზრებებიც უხვად გამოითქვა – საინტერესო კომენტარი გააკეთა იტალიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ლუიჯი რივამ:

"ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი იარაღი გვაქვს რასიზმთან ბრძოლაში, როგორიც აქამდე არასდროს გვქონია. ძალიან ბევრი უცხოელისთვის დღეს იტალია მარიო ბალოტელისთან ასოცირდება და ეს ძალიან კარგია. ფეხბურთი რასიზმით შეპყრობილ ადამიანებსაც უყვართ და ალბათ, მათაც ისევე ახარებთ "აძურას" მაისურით ბალოტელის მიერ გატანილი გოლები, როგორც მე. ამიტომ მარიო ჩვენი შანსია, ეს უმძიმესი სენი დავამარცხოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელიმ ქომაგებით სავსე ოთახი შიშველმა გაიარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული