"იუვენტუსი": არტურო ვიდალი არ იყიდება, მაგრამ...

AutoSharing Option
2011 წელს "იუვენტუსმა" ლევერკუზენის "ბაიერს" 10.5 მილიონი ევრო გადაურიცხა და სანაცვლოდ, თავისთან არტურო ვიდალი წაიყვანა.

ჩილელი შესანიშნავად მოერგო იტალიურ გუნდს და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. არტუროს ანგარიშზე ტურინული გრანდის შემადგენლობაში 71 მატჩი და 17 გოლია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით, რომ ბოლო დროს ვიდალის მიმართ ევროპული ფეხბურთის გრანდებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს და "ვეკია სენიორას" მესვეურებს სერიოზული შეტევების მოგერიება მოუწევთ.

აპენინურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდალის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნის", ლონდონის "ჩელსის" და "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურებს სურთ. განსაკუთრებით მიუნხენელები აქტიურობენ და
როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში ტურინში აპირებენ ჩასვლას. ჩილელი ფეხბურთელით დაინტერესებას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ადასტურებს:

"ვიდალის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, თუმცა კონკრეტულ შემოთავაზებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დიდი ალბათობით, არტუროს გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან და შესაბამისად, ამ წინადადების განხილვა მოგვიწევს. დიახ, განხილვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არტუროს გაყიდვას ვაპირებთ. ჩვენი სურვილია, რომ მან მომდევნო სეზონშიც "იუვეში" ითამაშოს, მაგრამ, მეორე მხრივ, წინადადებასაც გააჩნია..."

აი, ასეთი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა ბეპე მაროტამ და ათასგვარ ჭორს დაუდო სათავე... "გაზეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები აუცილებლად შეელევიან არტუროს, თუ მასში რომელიმე კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. 30 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხას იშვიათად იხდიან და თუ ტურინელებმა ასეთი მაცდური შეთავაზება მიიღეს, მართლაც გაუჭირდებათ უარის თქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბაიერნი" არტურო ვიდალისთვის იბრძვის?
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 30 წლის თქვენ ღადაობთ? ტიპი 25 წლისაა!
aleqsandre
10:24 28-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული