როლანდო პორტუგალიაში დაბრუნდება

AutoSharing Option
იანვრის სატრანსფერო პერიოდში "ნაპოლიმ" პორტუგალიის ნაკრების მცველი როლანდო დაიმატა, რომელზეც ვალტერ მაცარი დიდ იმედებს ამყარებდა.

დიახ, ამყარებდა, რადგან ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 27 წლის მცველი სეზონის დასრულებისთანავე "პორტუში" დაბრუნდება. როლანდომ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში, პორტუგალიელმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ "ნაპოლის" მესვეურები მის გამოსყიდვას და პირინეელთა ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვას არ აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი თვითონ როლანდომ გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, ნეაპოლში სულ სხვა იმედებით ჩამოვედი, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. ნეაპოლში დარჩენის სურვილი მაქვს,
მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს. ჩემს სანაცვლოდ სოლიდური თანხაა გადასახდელი და თუ გუნდს ვერაფერში გამოვადექი, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიც არ გაფორმდება. ვნახოთ, ეს საკითხი მალე გაირკვევა
".

ამასობაში "ნაპოლიში" გადასვლის სურვილი "ლაციოს" მცველმა მოდიბო დიაკიტემ გამოთქვა, რომელსაც რომაულ კლუბთან ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით, საითაც გული გაუწევს, იქით წავა. მიმდინარე სეზონში დიაკიტეს, ფაქტობრივად, არ უწევს თამაში და ამად არის, რომ წასვლაზე უჭირავს თვალი:

"მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ამიტომ რომაელთა შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განვაცხადე. ზაფხულში წინადადებებს განვიხილავ და ყველაზე სასურველ ვარიანტს ავირჩევ. ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით "ნაპოლია" დაინტერესებული და არც მე დავმალავ, რომ ამ გუნდის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. აპრილში ალბათ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": როლანდო - მთავარი ფული არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული