დიახ, ამყარებდა, რადგან ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 27 წლის მცველი სეზონის დასრულებისთანავე "პორტუში" დაბრუნდება. როლანდომ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში, პორტუგალიელმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ "ნაპოლის" მესვეურები მის გამოსყიდვას და პირინეელთა ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვას არ აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი თვითონ როლანდომ გააკეთა:
"სიმართლე გითხრათ, ნეაპოლში სულ სხვა იმედებით ჩამოვედი, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. ნეაპოლში დარჩენის სურვილი მაქვს,
ამასობაში "ნაპოლიში" გადასვლის სურვილი "ლაციოს" მცველმა მოდიბო დიაკიტემ გამოთქვა, რომელსაც რომაულ კლუბთან ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით, საითაც გული გაუწევს, იქით წავა. მიმდინარე სეზონში დიაკიტეს, ფაქტობრივად, არ უწევს თამაში და ამად არის, რომ წასვლაზე უჭირავს თვალი:
"მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ამიტომ რომაელთა შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განვაცხადე. ზაფხულში წინადადებებს განვიხილავ და ყველაზე სასურველ ვარიანტს ავირჩევ. ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით "ნაპოლია" დაინტერესებული და არც მე დავმალავ, რომ ამ გუნდის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. აპრილში ალბათ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": როლანდო - მთავარი ფული არაა