"ანშლაგიც" ასეთი უნდა: დახატული მაყურებელი იტალიაში [VIDEO]

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ტრიესტინა" ლიგა პრო 1-ში ასპარეზობს და ჩვენს ყურადღებას ალბათ ვერაფრით მიიქცევდა, რომ არა ერთი საინტერესო და მეტად სახალისო ამბავი.

"ტრიესტინას" საშინაო თამაშებზე გულშემატკივრები მინიმალური რაოდენობით დადიან, არადა, კლუბის მესვეურები ტიფოზთა მოსაზიდად თურმე მცდელობას არ აკლებენ. მოკლედ, არაფერმა გაჭრა, გულშემატკივრები სტადიონზე ვერაფრით შეიტყუეს და ტრიესტული კლუბის მესვეურებმა ორიგინალური გამოსავალი იპოვეს...

გამზადდა გიგანტური ბანერები, რომლებიც "ტრიესტინას" არენის ტრიბუნებზე გადაიჭიმა – ბანერებზე კი, არც მეტი, არც ნაკრები, გულშემატკივრები არიან გამოსახულნი.

მეტიც, კლუბის მესვეურებმა გულშემატკივართა ხმაურის აუდიოვერსიაც ჩაწერეს და "ტრიესტინას" საშინაო თამაშზე
ააჟღერეს... გულშემატკივართა ხმაურის აუდიოვერსიის გაჟღერება "ლეგა კალჩომ" აკრძალა და კლუბს ჯარიმაც გამოუწერა; აი, ბანერების საწინააღმდეგო კი არავის არაფერი ჰქონია.

ასე რომ, მიმდინარე სეზონში "ტრიესტინას" ყველა საშინაო შეხვედრაზე ტრიბუნებზე "სრული ანშლაგი" იქნება.

VideoSportall.Ge
ანშლაგიც ასეთი უნდა: დახატული მაყურებელი იტალიაში


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაიმეე გულიანად ვიცინეეე :))) ისე ჩვენც რო მივბაძოთ ცუდი არ იქნება))))))) ტრიბუნებს ვიზუალურად მაინც ალამაზებს მაყურებელიი :))))))))))
0
აზროვნებს ეს ხალხი, შეიძლება სხვა რამეც მოიფიქრონ თვალ-ყური უნდა ვადევნოთ, გამოგვადგება.
გია
15:48 29-03-2013
0

სიახლეები პოპულარული