სერია A. XXX ტურის წინ: დიდი იტალიური დერბი "ჯუზეპე მეაცაზე"

AutoSharing Option
კვირას, კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს და რადგან ამ სამყაროს ცენტრი რომი და მთლიანად იტალიაა, ტურის უკლებლივ ყველა შეხვედრა შაბათს გაიმართება. ერთი მატჩი ყველასგან გამორჩეულია, მილანში "ინტერი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს...

"ინტერი"-"იუვენტუსის" ჯახი ყოველთვის საინტერესოა, განურჩევლად იმისა თუ როგორ ფორმაში ხვდებიან გუნდები ამ უპრინციპულეს პაექრობას და რა ვითარებაა სატურნირო ცხრილში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დაპირისპირებას დიდი იტალიური დერბი ჰქვია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

პირველ წრეში, ტურინში გაიმართული "იუვე"-"ინტერის" მატჩი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რეზონანსული გამოდგა – მილანურ გრანდს კარგი პერიოდი
ედგა, მიჯრით იგებდა შეხვედრებს და "ბიანკონერიც" მისსავე მოედანზე დაამარცხა, 3:1.

შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში "იუვენტუსის" სარეკორდო წაუგებელ მატჩთა სერია შეწყდა, რომელიც 49-ს შეადგენდა. მოკლედ, "იუვეს" ანგარიშები აქვს გასასწორებელი და ამას "ჯუზეპე მეაცაზე" შეეცდება.

"იუვენტუსი"
ანტონიო კონტე ექსპერიმენტებს იშვიათად მიმართავს და ორი აზრი არაა, რომ "ინტერს" 3-5-2 ტაქტიკას დაუპირისპირებს.

შეტევის წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკოს და ფაბიო კვალიარელას გაამწესებს, მათ უკან კი ოპტიმალური ხუთეული გაირჯება. ჯორჯოლ კიელინი გამოჯანმრთელდა, მაგრამ კარგ შემთხვევაში თადარიგში იჯდება, დაცვის ცენტრში კი ანდრეა ბარცალისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, ლუკა მარონე გაირჯება. ანტონიო კონტე შეგირდებს მოგებაზე გეშავს, თუმცა არც იმას მალავს, რომ ფრე მისაღები შედეგი იქნება:

"მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და გამონაკლისი არც მილანური მატჩი იქნება. პირველ წრეში, "ინტერთან" მწარე მარცხი ვიწვნიეთ და ვეცდებით, რევანში ავიღოთ. მართალია, მილანელებს საუკეთესო დროება არ უდგათ, მაგრამ ერთი თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება რომ შეუძლიათ, ფაქტია. ვარ თუ არა ფრეზე თანახმა? – ჩვენ მოგება გვინდა, თუმცა ფრე მისაღები შედეგი იქნება".

"ინტერი"
დიდი იტალიური დერბის წინ, მასიმო მორატიმ საგანგებო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ანდრეა სტრამაჩონი მომდევნო სეზონშიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იქნება.

ჟურნალისტთა ნაწილის ვერსიით, აღნიშნული კომენტარი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ მწვრთნელის და მთლიანად გუნდის გამხნევებას ემსახურებოდა... თვითონ სტრამაჩონი ოპტიმისტურ კომენტარს აკეთებს:

"დიდი იტალიური დერბი სხვა არც ერთ შეხვედრას არ გავს და არ დავმალავ, რომ მას თავისებური მღელვარებაც გასდევს ფონად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურინელებს ხასიათი გავუფუჭოთ და მჯერა, რომ ეს გამოგვივა კიდეც. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "ტოტენჰემთან" მილანურ პაექრობაში, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "ინტერი" 4-3-1-2 სქემით ითამაშებს – თავდასხმაში როდრიგო პალასიო და ანტონიო კასანო გაირჯებიან, მათ უკან კი რიკი ალვარესი. თადარიგში მოიაზრება ფრედი გუარინი, რომელიც ალბათ უფრო მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში. მოკლედ, წინ დიდი ჯახია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი – ძანეტი, რანოკია, კივუ, პერეირა – გარგანო, კოვაჩიჩი, კამბიასო – ალვარესი – პალასიო, კასანო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ბარცალი, ბონუჩი, მარონე – ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა – ჯოვინკო, კვალიარელა.

რთული გასვლები
რთული გასვლითი მატჩები უწევთ ფორმალურად "იუვენტუსის" მდევრებს, რეალურად კი მეორე ადგილისთვის მებრძოლებს... "მილანი" ვერონაში "კიევოს" ეთამაშება, "ნაპოლი" კი ტურინში "ტორინოს". წესით და რიგით, ლიდერებს უნდა გაუჭირდეთ, რადგან "მფრინავი ვირებიც" და "ხარებიც" საკუთარ კედლებში იოლად არაფერს თმობენ.

კევინ პრინს ბოატენგის ტრავმა იმას ნიშნავს, რომ "მილანის" ძირითად შემადგენლობაში მბაიე ნიანგს ვიხილავთ, რომელიც სტეფან ელ შაარავისა და მარიო ბალოტელისთან ერთად გაირჯება. "გაძეტას" ვერსიით, მასიმილიანო ალეგრი ნახევარდაცვაში მატია ფლამინის, რიკარდო მონტოლივოს და სალი მუნტარის გაამწესებს, მასიმო ამბროზინი და ანტონიო ნოჩერინო კი თადარიგში დარჩებიან.

საგულისხმოა, რომ რეზერვში იქნება მატია დე შილიოც, რომელმაც ორივე სანაკრებო მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩანს, გადაღლილია. განაცხადშიც არ იქნება ჯამპაოლო პაცინი, რომელიც ჯერ კიდევ ლაზარეთშია.

"ნაპოლის" დაშავებული მორგან დე სანკტისის სახით ძირითადი კიპერი არ ეყოლება, სხვა მხრივ კი სამხრეთელებს ყველაფერი რიგზე აქვთ. მარეკ ჰამშიკი, გორან პანდევი და ედინსონ კავანი სრულ მზადყოფნაში არიან, ისევე როგორც თადარიგში მოაზრებული ლორენცო ინსინიე. ვალტერ მაცარის რთული დროება უდგას, რომლის დასაძლევადაც ტურინში მოგება აუცილებელია.

სერია A. XXX ტური
30 მარტი
ატალანტა-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: პოლიტო (ატალანტა).
ტრავმა: ბელინი, კაპელი, ბუდანი, სკალონი, მარილუნგო - კოსტა.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11=2-9, (37-32)

კალიარი-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ნენე – ბორხა ვალერო.
ტრავმა: როსი, კამპორეზე, აგაცი (ფიორენტინა).
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +6=7-11, (28-44)

ჯენოა-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბერტოლაჩი - ვიტიელო.
ტრავმა: ფლორო ფლორესი, ვარგასი - პოცი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=4-6, (15-18)

ინტერი-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟუან ჟესუსი (ინტერი).
ტრავმა: ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, სტანკოვიჩი – კასერესი, ბენდტნერი, პეპე.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10=14-17, (40-50)

ლაციო-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: სიანი – სპოლი, პოტენცა.
ტრავმა: ბიავა, კონკო, ფლოკარი, დიასი, სტანკევიჩუსი, ბროკი – აუგუსტინი, კაპუანო, შაკა, ალმირონი.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=3-6, (17-16)

პალერმო-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი – პიანიჩი, პეროტა, მარკინიოსი, რომანიოლი.
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=3-10, (26-35)

პარმა-პესკარა 18.00
დისკვალიფიკაცია: ვალდესი (პარმა).
ტრავმა: მარიგა, სანტაკროჩე, კოდა, მესბა, პალადინო, მაჩეაკენი – ვეისი, კაპუანო, რიცო, ბალცანო, ვუკუსიჩი, კოსიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-2)

უდინეზე-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: დიამანტი (ბოლონია).
ტრავმა: პინცი - პერესი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=7-9, (35-29)

კიევო-მილანი 21.30
ტრავმა: სარდო, სპუროპულოსი, სამასა – დე იონგი, პაცინი, ბოატენგი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +2=3-16, (16-41)

ტორინო-ნაპოლი 00.00
ტრავმა: ბრიგი, ბირსა – დე სანკტისი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=9-2, (16-14)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა – 2, სამპდორია – 1, ტორინო – 1.

ბომბარდირები: 20 - კავანი (ნაპოლი); 16 – ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 – პაცინი (მილანი); 13 – ლამელა (რომა); 12 - დენისი (ატალანტა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია); 10 - კლოზე (ლაციო), ტოტი (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული