მართალია, ეს ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ეხება და იქამდე კიდევ შორია, მაგრამ ტრანსფერის მასშტაბიდან გამომდინარე, აქედანვე გამოიწვია ჟურნალისტთა ინტერესი. თურმე, 27 წლის ერნანესის თამაშით მასიმილიანო ალეგრი დიდი ხანია, მოხიბლულია, მისი გადაბირება კი ბრაზილია-იტალიის ამხანაგური მატჩის შემდეგ გადაწყვიტა... იმ პაექრობაში "ლაციოს" შუახაზელი მართლაც შესანიშნავი იყო და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მართალია, რომაელებს ერნანესთან განშორების არავითარი სურვილი არ აქვთ, მაგრამ "მილანს" რომ მაცდური წინადადების გაკეთება შეუძლია,
გავრცელებულ ინფორმაციას "მილანის" დირექტორთა საბჭოს წევრი არიედო ბრაიდა, პრაქტიკულად, ადასტურებს: "ერნანესი შესანიშნავი ფეხბურთელია, საოცრად ტექნიკური და მის გადაბირებაზე ნამდვილად არ ვიტყოდით უარს. დიდია შანსი, "ლაციოს" მესვეურებთან მოლაპარაკების პროცესი დავიწყოთ, რადგან ჩემი ინფორმაციით, ბრაზილიელი ხელშეუხებელ მოთამაშეთა რიცხვს არ მიეკუთვნება. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, უფრო კონკრეტულს დღეს ვერაფერს გეტყვით".
ამასობაში ჯამპაოლო პაცინი გამოჯანმრთელდა და ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაში, რომელიც "მილანმა" სამოყვარულო გუნდთან გამართა, გოლებიც გაიტანა. თუმცა მასიმილიანო ალეგრი ჯერ მაინც არ აპირებს პაცოს ჯანმრთელობის გარისკვას და მას, ალბათ, არც "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ათამაშებს. თავად ჯამპაოლო თავს კარგად გრძნობს და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს ოფიციალურ შეხვედრაში:
"ექიმებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ტრავმისგან სრულიად გამოვჯანმრთელდი. სარეაბილიტაციო პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მოედანზე დაბრუნების ცხოველი სურვილი მაქვს. თუმცა ალეგრი არ ჩქარობს და მესმის კიდეც მისი... წინ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპია, გადამწყვეტი მატჩები გველის და ასეთ დროს სიჩქარე არ ივარგებს. როგორც ჩანს, კიდევ ერთი თამაშის გამოტოვება მომიწევს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟულიო სეზარი "მილანში" გადადის