"ინტერი": ანდრეა რანოკია თავს იცავს

AutoSharing Option
"ინტერმა" ბოლო ორ შეხვედრაში შესაძლებელი ექვსი ქულიდან ნული აიღო, რამაც ისედაც კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული გუნდი კიდევ უფრო დაამძიმა. ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცა ანდრეა რანოკია, რომელმაც იგივე „იუვენტუსთან" ბევრი შეცდომა დაუშვა და მთლიანობაში, სუსტი შეხვედრა ჩაატარა.

მოკლედ, არასპორტული საქციელისთვის ესტებან კამბიასოს მისდგნენ, ცუდი თამაშისთვის კი ყველაზე მეტი რანოკიას მოხვდა. თავად ანდრეა ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა; სამაგიეროდ, მისი აგენტის პირით შეუთვალა მედიას, ზედმეტებში ნუ გადადიხართო:

"აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან უნდა, "ინტერის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები მთლიანად ერთ ფეხბურთელს მიაწეროს. ვეთანხმები იმ აზრს,
რომ განვლილ ორ პაექრობაში "ნერაძურის" დაცვა ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ყველაფრის რანოკიაზე გადაბრალება აშკარად მეტისმეტია. ანდრეას თავი არ დაუზოგავს და რიგ ეპიზოდებში ბრწყინვალედაც გაისარჯა, შეცდომა კი აბსოლუტურად ყველას შეიძლება მოუვიდეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს გადამეტებული კრიტიკა შეწყდება და ფეხბურთელს მშვიდად ვარჯიშის საშუალებას მივცემთ
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXX ტური: ტურინული ვენდეტა მილანში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული