"კალიარი" კუნძული სარდინიიდან აიბარგა

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, 14 აპრილიდან "კალიარი" საშინაო თამაშებს პატარა ქალაქ რიეტიში ჩაატარებს.

"სტადიო ჩენტრე დ’იტალია" 10 000 გულშემატკივარს იტევს და მზადაა, "როსობლუს" თამაშებს უმასპინძლოს. საგულისხმოა, რომ ქალაქი რიეტი სარდინიაზე არ მდებარეობს, შუაგულ იტალიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ "კალიარის" ერთგული გულშემატკივარი მოაკლდება.

"კალიარის" მესვეურთა ამგვარ გადაწყვეტილებას გრძელი ისტორია უდევს საფუძვლად – უკვე დიდი ხანია, სარდინიული კლუბის მესვეურები ქალაქი კალიარის მუნიციპალიტეტთან სტადიონის საიჯარო თანხაზე ვერ თანხმდებიან, რასაც შემდეგ არენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაერთო. მოკლედ, "საფეხბურთო კლუბი კალიარი"
თავის ქალაქს გაებუტა და საშინაო თამაშებს რიეტიში ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული