სერია A. XXXI ტურის წინ: სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზურია

AutoSharing Option
XXXI ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც დედაქალაქურ დერბის ვიხილავთ.

"რომა" "ლაციოს" წინააღმდეგ ყოველთვის საინტერესოა, განურჩევლად იმისა, რა ვითარებაა სატურნირო ცხრილში.

თუმცა, ერთი კია, ეს მატჩი ორშაბათს გაიმართება, იქამდე კი მთელი 9 ჯახია...

პირველი VS ბოლო
მიუნხენის "ბაიერნთან" დაჩაგრული "იუვენტუსი" "პესკარას" უმასპინძლებს და ბუნებრივია, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველი და ბოლო ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგებიან, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - "ვეკია სენიორა" ფავორიტია და თუ სადმე ლოგიკაა, უნდა მოიგოს კიდეც.

ანტონიო კონტეს დაცვის ხაზში აქვს
პრობლემები, რადგან ანდრეა ბარცალი და ჯორჯო კიელინი დისკვალიფიცირებულნი არიან. შესაბამისად, დაცვის ცენტრში ლეონარდო ბიონუჩისთან ერთად ლუკა მარონე და ფედერიკო პელუზო გაირჯებიან.

სხვა მხრივ, ტურინელებს ყველაფერი რიგზე აქვთ და მოსაგებადაც ემზადებიან.

"ბაიერნთან" მარცხის "პესკარასთან" გამარჯვებით რეაბილიტირება შეუძლებელია, მაგრამ გერმანელებთან განმეორებითი მატჩის წინ, ხასიათის გამოკეთება რომ მნიშვნელოვანესია, ესეც ფაქტია.

თამაში 6 ქულაზე
სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართება და არა რომში... "არტემიო ფრანკიზე" ერთმანეთის პირისპირ მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგებიან.

"ფიორენტინას" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ვითარებას გაამწვავებს, მილანელთა წარმატება კი ლიდერთა სამეულს სხვებისგან კიდევ უფრო დააშორებს.

მოკლედ, ასეთ დროს ამბობენ, რომ თამაში 6 ქულაზეა...

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, "მილანს" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აკლია და ეს ერთი ტრავმირებული ნაიჯელ დე იონგი გახლავთ. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გადალახა კატალონიური ფიასკო და ფლორენციაში იმედებით ჩადის. ლომბარდიელები სამი
შემტევით ითამაშებენ, მარჯვნიდან კევინ პრინს ბოატენგი, მარცხნიდან სტეფან ელ შაარავი და ცენტრში მარიო ბალოტელი.

სავარაუდოდ, თადარიგში იჯდება ჯამპაოლო პაცინი, რომელიც მომჯობინდა და შესაძლოა, მეორე ტაიმში გამოჩნდეს მინდორზე.

ფლორენციელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და მარტო ის რად ღირს, რომ "მილანის" წინააღმდეგ სტევან იოვეტიჩი ვერ ითამაშებს. შესაბამისად, კუადრადოსთან და ადემ ლიაიჩთან ერთად, "როსონერის" ლუკა ტონი შეუტევს. ეს იმ შემთხვევაში თუ ვინჩენცო მონტელა 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და არის მეორე ვარიანტიც, როდესაც "ვიოლა" ძველ, 3-5-2 სქემას დაუბრუნდება და ამ შემთხვევაში, კუადრადო უფრო უკნიდან გაირჯება.

მოკლედ, მონტელა არჩევანის წინაშეა და ვნახოთ, რას მოიფიქრებს... ფლორენციაში დიდი ფეხბურთია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

რომაული დერბი
მიუხედავად იმისა, რომ რომაული დერბი ორშაბათს გაიმართება და იქამდე ტურის მიმოხილვასაც გავეცნობით, ამ მატჩზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, დამარცხებული გუნდი საბოლოოდ გამოეთიშება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას და თავად განსაჯეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ისედაც პრინციპულ პაექრობას.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "რომა" მეტად უცნაური შემადგენლობით ითამაშებს - ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ფრანჩესკო ტოტი იქნება, უკნიდან კი მას სიმონე პეროტა და ალესანდრო ფლორენცი დაეხმარებიან.

მოკლედ, "რომას" ერთადერთი ნომინალური შემტევი ეყოლება, რაც აურელიო ანდრეაცოლის სიფრთხილეზე მიუთითებს.

თურქეთში შერცხვენილი "ლაციო" 4-4-1-1 სქემით გაირჯება, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი სავარაუდოდ ლუის საა იქნება. დიახ, ბოლო პერიოდში ვლადიმირ პეტკოვიჩი ფრანგს სულ უფრო ხშირად სწყალობს და ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, დერბიშიც მას დაეყრდნობა.

"სტადიო ოლიმპიკოზე" დიდი ამბავი იქნება...

სერია A. XXXI ტური
6 აპრილი
იუვენტუსი-პესკარა 20.00
დისკვალიფიკაცია: ბარცალი, კიელინი - სელიკი.
ტრავმა: ისლა, კასერესი, ბენდტნერი, პეპე - ბოკეტი, ვივესი, ბალცანო, დაგოსტინო, ვუკუსიჩი, ძაური.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3=0-0, (9-1)

ბოლონია-ტორინო 22.45
დისკვალიფიკაცია: მოტა - როდრიგესი.
ტრავმა: პერესი - ბრიგი, ბირსა, ვივესი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2=6-3, (13-12)

7 აპრილი
ფიორენტინა-მილანი 14.30
დისკვალიფიკაცია: გონსალო (ფიორენტინა).
ტრავმა: იოვეტიჩი, როსი, კამპორეზე, აგაცი, მატი ფერნანდესი - დე იონგი.
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +11=8-15, (41-49)

კატანია-კალიარი 17.00
დისკვალიფიკაცია: ბარიენტოსი - კოსუ, მურუ.
ტრავმა: აუგუსტინი, კაპუანო, შაკა, ალმირონი (კატანია).
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=3-7, (17-22)

სამპდორია-პალერმო 17.00
დისკვალიფიკაცია: პოლი - მუნიოსი.
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი, სორენტინო.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=5-7, (26-20)

სიენა-პარმა 17.00
დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ფელიპე, დელა როკა (სიენა).
ტრავმა: ტერლიცი, მატეუ - მარიგა, კოდა, მესბა, პალადინო, მაჩეაკენი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +1=8-6, (13-19)

უდინეზე-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: ანდრეოლი, დაინელი, კოფიე, დრამე (კიევო).
ტრავმა: პინცი - სპუროპულოსი.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +8=9-6, (26-24)

ინტერი-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: გარგანო - ლუკინი, კონსილი.
ტრავმა: ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, კივუ, ნაგატომო, სტანკოვიჩი, პალასიო - ბელინი, ბუდანი, მორალესი, მარილუნგო.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +17=7-5, (51-29)

ნაპოლი-ჯენოა 22.45
დისკვალიფიკაცია: მანფრედინი (ჯენოა).
ტრავმა: როსი, ბოვო, ფერონეტი (ჯენოა).
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=10-8, (38-36)

8 აპრილი
რომა-ლაციო 22.45
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო, პირისი, გუბერტი (რომა).
ტრავმა: ლოპესი - კონკო, ფლოკარი, დიასი, სტანკევიჩუსი, ბროკი.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +15=12-13, (58-50)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 - პაცინი (მილანი), ლამელა (რომა); 12 - დენისი (ატალანტა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული