მასიმილიანო ალეგრი: ასეთ სიტუაციებში გამოცდილება არ გვყოფნის

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში 10 კაცით მოთამაშე "ფიორენტინამ" შეძლო "მილანთან" 0:2 ჩამორჩენის აღმოფხვრა და თამაშის 2:2 დასრულება.

მასპინძლებს პირველ ტაიმში ტომოვიჩი გაუძევეს, "მილანი" მონტოლივოს და ფლამინის გოლების წყალობით 66-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა. ადემ ლიაიჩმა ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, კიდევ ერთი პენალტი კი დავიდ პისარომ გაიტანა "მილანის" კარში - 2:2.

"პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ ძალიან ძლიერი "ფიორენტინას" წინააღმდეგ. მეორე ტაიმში, მეორე გოლის გატანის შემდეგ, მოვუკელით. რაც გამარჯვების ხელიდან გაშვებად დაგვიჯდა. რომ მოგვეგო ერთ კონკურენტს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, ჩამოვიცილებდით. ახალგაზრდულ
"მილანს" ასეთ სიტუაციებში უბრალოდ გამოცდილება არ ჰყოფნის. თავის დროზე ეს გამოცდილებაც მოვა
", - განაცხადა "მილანის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.

ასევე იხილეთ:
"მილანი" მარიო ბალოტელის სიგარეტის მოწევისთვის დააჯარიმებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული