დატუქსული გმირი
"იუვენტუსმა" "პესკარას" კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყა (!), მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ 3-ჯერ შეაწუხეს ტურინელთა კარის დარაჯი. მოკლედ, ლიდერი აუტსაიდერთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშში ეს ნაკლებად აისახა. 2:1 და თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "პესკარამ" ბოლო
"იუვენტუსის" მომენტების აღწერა შორს წაგვიყვანს და მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ შეხვედრის გმირი მირკო ვუჩინიჩი გახლავთ. ჩერნოგორიელმა პირველ ტაიმში არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მეორეში კი გაიხსნა და მეტოქეს ორი ბურთი გაუტანა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ერთ-ერთი გოლის შემდეგ ვუჩინიჩმა შორტი გაიხადა, ჰაერში ააფრიალა და ასე აღნიშნა წარმატება. ამას მირკოს თანაგუნდელთა გაკვირვება და ანტონიო კონტეს განრისხება მოჰყვა - დიახ, "იუვეს" მესაჭემ ვუჩინიჩი დატუქსა და თავშიც კი წაუთაქა... მეტიც, ნამატჩევს ტურინელთა დამრიგებელმა განაცხადა, რომ ამ საქციელისთვის ჩერნოგორიელი "ბაიერთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება - არადა, თურმე ანტონიო სასტარტოში სწორედ მირკოს მოიაზრებდა.
მოკლედ, "პესკარასთან" მატჩის გმირს გოლის ორიგინალურად აღნიშვნა ერთობ ძვირად დაუჯდა. "დელფინებმა" ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, კონტემ კი ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:
"იდეალურად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. პირადად გადავუხადე მადლობა ვუჩინიჩს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და დუბლი დამსახურებულად შეასრულა, თუმცა შორტის გახდა ნამდვილად არ იყო საჭირო და ამის შესახებ გასახდელშიც ვუთხარი. ეს გულშემატკივართა უპატივცემულობაა და მეტი არაფერი. "ბაიერნთან" მატჩს კარგ განწყობაზე ვხვდებით, რაც წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელთა ნაწილი დავასვენე, ბუფონი კი გაცივდა და მის ნაცვლად კარში მარკო სტორარი ამად დადგა. საგანგაშო არაფერია, ჯიჯი "ბაიერნისთვის" მზადყოფნაში იქნება".
ფიორენტინამ ქულა გადაარჩინა
"ფიორენტინა"-"მილანის" დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ. თამაშის დიდი ნაწილი "მილანის" სათამაშო უპირატესობით წარიმართა და თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს მორიგი სამი ქულა უნდა მოეპოვებინა.
თავად განსაჯეთ, მე-60 წუთისთვის სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, მასპინძლებს კი ერთი მოთამაშე გაძევებული ჰყავდათ. აი, აქ კი დაიწყო ის, რასაც არავინ მოელოდა - ფლორენციელები ათამაშდნენ, მეტოქის ნახევარზე დიდი ძალებით გადავიდნენ და "როსონერის" ორბურთიანი ფორა ამოუქაჩეს. მართალია, მასპინძლებმა ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, მაგრამ ამით მათ მონდომებას და ბრძოლისუნარიანობას ნამდვილად არაფერი დაჰკლებია.
არბიტრმა პაოლო ტალიავენტომ რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მეტწილად მილანელები დატოვა უკმაყოფილო - ერთი, რომ მასპინძელთა სასარგებლოდ ორი პენალტი დანიშნა და მეორე, "ფიორენტინას" კარში აშკარად დასანიშნ თერთმეტმეტრიანს წაუყრუა... თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტალიავენტომ "ვიოლა" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში კაცნაკლული დატოვა და ამით სტუმრებს დიდი უპირატესობა მისცა. არბიტრი არბიტრად და ფრე ალბათ სამართლიანი შედეგი იყო.
ფლორენციელთაგან პენლები ადემ ლიაიჩმა და დავიდ პისარომ გამოიყენეს, მილანელთა რიგებში კი ნახევარმცველები: რიკარდო მონტოლივო და მატია ფლამინი გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მასიმილიანო ალეგრი ვა-ბანკზე წავიდა და მოედანზე ერთდროულად ოთხი ნომინალური შემტევი ჰყავდა: მარიო ბალოტელი, სტეფან ელ შაარავი, მბაიე ნიანგი და გამოჯანმრთელებული ჯამპაოლო პაცინი. მილანელთა მცდელობა ამაო გამოდგა და შედეგად ფრე, 2:2.
მხსნელი სანინო?
როგორც ჩანს, ჯუზეპე სანინო მესამედ უნდა დაბრუნებულიყო "პალერმოში", რომ სიცილიურ გუნდს ქულების მოგროვება დაეწყო. კუნძულელებმა ამჯერად "სამპდორია" დაამარცხეს გასვლაზე, მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს და სულაც აღარ ჩანან უიმედო აუტსაიდერებად. თუ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილს ჩახედავთ, ნახავთ, რომ გადარჩენისთვის 4 გუნდი იბრძვის, რომელთაგან საბოლოოდ მხოლოდ ერთს გაუმართლებს...
თუ ბოლო ტენდენციებს გავითვალისწინებთ, დიდია შანსი, ეს ერთი სწორედ "პალერმო" იყოს. ზედიზედ მეორე გამარჯვება სწორედ ტენდენციის ნიშანია და არა შემთხვევითობის. "პალერმოს" წარმატება ტურის გამორჩეულ მოვლენათა შორის უნდა მივიჩნიოთ.
სერია A. XXXI ტური
იუვენტუსი-პესკარა 2:1
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (73-პენ.), 2:0 ვუჩინიჩი (78), 2:1 კაშონე (83).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბონუჩი (81. ისლა), მარონე, პელუზო - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, ჯაკერინი, ასამოა - ვუჩინიჩი (79. მატრი), ჯოვინკო (32. კვალიარელა).
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი - ძანონი, კროლდრუპი (70. ბიანკი არჩე), კაპუანო, მოდესტო - ტონი, რიცო - სკული, კაპრარი (66. კაშონე), კუინტერო (58. ბარნასონი) - სფორცინი.
გაფრთხილება: ბონუჩი - მოდესტო, ბარნასონი.
გაძევება: რიცო (72. პესკარა).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 26-3(13-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 39 000
ბოლონია-ტორინო 2:2
გოლები: 0:1 ბარეტო (25), 1:1 კონე (65), 2:1 გუარენტე (86), 2:2 ბიანკი (90).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - კერუბინი, ანტონსონი, გარიჩი, მორლეო - კრჰინი (83. გუარენტე), ტაიდერი - დიამანტი, ხრისტოდოლოპულოსი (61. გაბიადინი), კონე (88. სორენსენი) - ჯილარდინო.
ტორინო (4-4-2): ჟილე - გლიკი, დარმიანი, ოგბონა მაზიელო - ბაშა, გაცი, მეჯორინი (83. ბიანკი), ჩერჩი (70. დამბროზიო) - სანტანა, ბარეტო (78. ჯონატასი).
გაფრთხილება: ანტონსონი, ჯილარდინო - გლიკი, ბაშა.
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-14(5-7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 21 000
ფიორენტინა-მილანი 2:2
გოლები: 0:1 მონტოლივო (14), 0:2 ფლამინი (62), 1:2 ლიაიჩი (66-პენ.), 2:2 პისარო (73-პენ.).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - რონკალია, ტომოვიჩი, სავიჩი (30. კომპერი), პასკუალი - პისარო, აკვილანი, ბორხა ვალერო - ლიაიჩი (82. მილიაჩო), იოვეტიჩი (46. რომულო), კუადრადო.
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, დე შილიო - მონტოლივო, ფლამინი (78. ნიანგი), მუნტარი (46. ნოჩერინო) - ბოატენგი (84. პაცინი), ელ შაარავი, ბალოტელი.
გაფრთხილება: რონკალია, კუადრადო - მონტოლივო, მუნტარი, ბალოტელი.
გაძევება: ტომოვიჩი (40).
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-13(4-7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 000
კატანია-კალიარი 0:0
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ბელუში, მარკეზე - ბიაჯანტი (82. სალიფუ), ისკო - გომესი, კასტრო (71. დუკარა), კეკო (83. რიკიუტი) - ბერგესიო.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (32. კაბრერა), როსეტინი, ასტორი, აველარი - დესენა, ნაინგოლანი, კონტი - იბარბო (57. ეკდალი) - პინილია, საუ (77. რიბეირო).
გაფრთხილება: ბელუში - დესენა, ნაინგოლანი, პინილია, ეკდალი, კაბრერა.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 11-7(3-0); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 13 000
სამპდორია-პალერმო 1:3
გოლები: 0:1 ფონ ბერგენი (35), 1:1 მუნარი (43), 1:2 ილიჩიჩი (50), 1:3 გარსია (56).
სამპდორია (3-5-2): რომერო - კოსტა, პალომბო, გასტალდელო (65. მუსტაფი) - დე სილვესტრი, მუნარი, ობიანგი, სორიანო (58. სანსონე), ესტიგარიბია (72. მარესკა) - ედერი, იკარდი.
პალერმო (3-5-2): ბენუსი - ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა - მორგანელა, ბარეტო, რიოსი, კურტიჩი, გარსია (72. ნელსონი) - ილიჩიჩი (88. ფაბრინი), მიკოლი (66. დიბალა).
გაფრთხილება: პალომბო, მუსტაფი - ბარეტო.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-12(3-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 23 000
სიენა-პარმა 0:0
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - პაჩი, ტეიშეირა, ტერცი - ანჯელო, ვერგასოლა, რუბინი, კალელო - აგრა (59. პოცი), როზინა (80. ვალიანი) - ემეგარა (87. ბოგდანი).
პარმა (4-3-3): მირანტე - ბენალუანი, ლუკარელი, პალეტა, გობი - ნინისი (46. ვალდესი), პაროლო, მარკიონი - სანსონე (84. როზი), ბიაბიანი (78. ბელფოდილი), ამაური.
გაფრთხილება: პაჩი, ემეგარა - ლუკარელი, მარკიონი, პაროლო.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6-11(0-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 9 000
უდინეზე-კიევო 3:1
გოლები: 1:0 დი ნატალე (20), 2:0 დი ნატალე (25), 2:1 პაპი (35), 3:1 ბენეტია (85).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, ლაძარი (60. ბადუ), ალანი, გაბრიელ სილვა, პერეირა - მაიკოსუელი (60. მურიელი) - დი ნატალე (88. ზელინსკი).
კიევო (3-5-2): პუჯონი - პაპი (61. ლუსიანო), ცეზარი, აჩერბი - ფრეი, გუანა (67. სტოიანი), ლ. რიგონი (84. პალოსკი), ჰეტემაი, იოკიჩი - თერეუ, პელისიერი.
გაფრთხილება: ბენეტია, დი ნატალე - პაპი, ცეზარი, აჩერბი, ფრეი, ლ. რიგონი, იოკიჩი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-6(8-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 000
ინტერი-ატალანტა 3:4
გოლები: 1:0 როკი (43), 1:1 ბონავენტურა (56), 2:1 რიკი ალვარესი (58), 3:1 რიკი ალვარესი (61), 3:2 დენისი (65-პენ.), 3:3 დენისი (71), 3:4 დენისი (77).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი – რანოკია, სამუელი, ჟუან ჟესუსი – პერეირა, ძანეტი, კამბიასო (82. სკელოტო), კოვაჩიჩი – გუარინი – კასანო (32. რიკი ალვარესი), როკი.
ატალანტა (3-5-1-1): პოლიტო – კანინი, სტენდარდო, სკალონი – კარმონა (55. ლივაია), რაიმონდი, ბიონდინი, ჩიგარინი, დელ გროსო (75. ბრივიო) – ბონავენტურა – დენისი (84. დე ლუკა).
გაფრთხილება: კოვაჩიჩი - ბიონდინი.
გაძევება: რაიმონდი (90. ატალანტა).
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-11(6-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 50 000
ნაპოლი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 პანდევი (18), 2:0 ჯემაილი (29).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი – ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო – მაჯო, ჯემაილი, ბერამი (76. ინლერი), არმერო – ჰამშიკი (88. ელ ქადური) – პანდევი (78. ინსინიე), კავანი.
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი – გრანკვისტი, პორტანოვა, მორეტი – იანკოვიჩი (58. ოლივერა), კუჩკა (68. ხორკერა), მათუზალემი, მ. რიგონი, ანტონელი – ბერტოლაჩი (53. ვარგასი) – იმობილე.
გაფრთხილება: კამპანიარო – კუჩკა, იმობილე, ვარგასი.
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-12(9-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 000
8 აპრილი
რომა-ლაციო 22:45
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 17 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 13 - პაცინი (მილანი), ლამელა (რომა); 12 - დენისი (ატალანტა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პალასიო (ინტერი); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა).
მომდევნო ტური
13 აპრილი
პესკარა-სიენა, ატალანტა-ფიორენტინა;
14 აპრილი
პალერმო-ბოლონია, კიევო-კატანია, კალიარი-ინტერი, ტორინო-რომა, ჯენოა-სამპდორია, პარმა-უდინეზე, მილანი-ნაპოლი;
15 აპრილი
ლაციო-იუვენტუსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: ასეთ სიტუაციებში გამოცდილება არ გვყოფნის