მარიო ბალოტელი თანამსაჯს: რას მიყურებ, შე ბ**ო?!

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" მატჩში მარიო ბალოტელიმ ყვითელი ბარათი მიიღო და ყვითლების დაგროვების გამო "მილანის" შემდგომ მატჩს გამოტოვებს, თუმცა ის შეიძლება უფრო მკაცრადაც დაისაჯოს.

ბალოტელის "ფიორენტინას" მეკარე ემილიანო ვივიანოსთან ინციდენტი მოუვიდა, რაც ვერ შეამჩნია მთავარმა მსაჯმა, მაგრამ დაინახა მისმა თანაშემწემ.

ბალოტელიმ დაინახა, რომ ასისტენტი რაციით ატყობინებდა მთავარ მსაჯს ინციდენტის შესახებ და მას გასძახა: "რას მიყურებ, შე ბ**ო?!" ჯერჯერობით უცნობია, მოხვდა თუ არა ეს ფრაზა მსაჯის ოფიციალურ განაცხადში. თუ მოხვდა, სკანდალისტ ფეხბურთელს ახალი დისკვალიფიკაცია არ ასცდება.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ფლორენციაში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრა, რომლის
ტუალეტში ბალოტელი სიგარეტის მოწევისას შეამჩნიეს და კლუბი მის ფინანსურ დასჯას აპირებს.

ასევე იხილეთ:
"მილანი" მარიო ბალოტელის სიგარეტის მოწევისთვის დააჯარიმებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული