ფიორენტინა არ ნებდება
როგორც ჩანს, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ლიდერთა ტრიოს დარღვევა შეუძლია, ეს "ფიორენტინაა".
ვინჩენცო მონტელას გუნდმა წინა ტურში "მილანთან" გადაარჩინა თითქმის წაგებული მატჩი, გასულ უქმეებზე კი "ინტერის" მძლეველი "ატალანტა" მისსავე მოედანზე მოინელა.
გადაჭედილ "ატლეტი აძურიზე" ფლორენციელებმა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
საერთოდ, "ფიორენტინასა" და მის მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელაზე დაკვირვება ერთ რამედ ღირს... "ვიოლა" ხშირად იცვლის ტაქტიკას და რაც
ამჯერად მონტელამ სრულიად ახალი სქემა, 3-4-2-1 გამოიყენა და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ ელ ჰამდაუის, სრულიად მოულოდნელად, შუახაზიდან ალბერტო აკვილანი და ბორხა ვალერო დაახმარა.
მოკლედ, "ფიორენტინას" მოედანზე ხუთი ნომინალური ნახევარმცველი ჰყავდა, მაგრამ ტაქტიკა-სტრატეგია სულაც არ იყო დაცვითი.
ორივე გოლი ფლორენციელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს - ჯერ დავიდ პისარომ გამოიყენა სრულიად სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ლარონდომ გაიბრწყინა, რომლის საშუალო დისტანციიდან დარტყმული აუღებელი გახლდათ.
ბერგანოელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ ამაოდ - "ფიორტენტინა" დაცვაშიც საიმედო იყო და შეცდომები, პრაქტიკულად, არ დაუშვია. მოკლედ, ფლორენციელებმა 55 ქულას მოუყარეს თავი და აგრძელებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.
რომამ ინტერი უკან მოიტოვა
"ინტერმა" უპირატესობით წარმართა "კალიარისთან" პაექრობა, მაგრამ მაინც დამარცხდა. დიდია შანსი, მილანური გრანდი არათუ ჩემპიონთა, ევროპალიგის მიღმაც კი აღმოჩნდეს.
თუმცა, ისიც საკითხავია, სჭირდება კი "ნერაძურის" ევროპალიგის გათამაშებაში ასპარეზობა? - ვგონებთ, თუ რამე სჭირდება დღევანდელ "ინტერს", ეს საფუძვლიანი რემონტია და მასიმო მორატიმაც უპირველესად ამაზე უნდა იზრუნოს.
"ინტერი" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდა, მეორეში კი აირია და ორი უპასუხო გოლი მიიღო. დუბლი გააფორმა მაურისიო პინილიამ, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.
აღსანიშნავია, რომ პინილიამ პირველი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა, რომელიც არბიტრმა მეტად საეჭვო ვითარებაში დანიშნა.
გახსოვთ, ალბათ, "ინტერი" "ატალანტასთან" შეხვედრაშიც დაისაჯა საეჭვო პენალტით და ზუსტად იგივე მოხდა სარდინიელებთანაც...
მოკლედ, ბოლო ორ ტურში მსაჯებს მილანური გრანდი შემოეჩაგრათ, მაგრამ წესით, ლომბარდიელთათვის ეს თავის დამშვიდების და გნებავთ, თავის მართლების საბაბი ნაკლებად უნდა იყოს.
ამასობაში "რომამ" გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში "ინტერი" ჩამოიტოვა. არადა, მიმდინარე სეზონში იყო პერიოდი, როდესაც "ნერაძური" წაუგებელი მატჩების სერიებს აცხობდა, ზდენეკ ზემანის "რომა" კი ცხრილის ფსკერზე განისვენებდა.
დღეს "რომა" ზდენეკ ზემანის აღარაა და სატურნირო ცხრილშიც სულ სხვა ვითარებაა.
"ჯალოროსიმ" "ტორინო" იმსხვერპლა, გოლები კი პაბლო ოსვალდომ და ერიკ ლამელამ გაიტანეს. ტურინელებმა იბრძოლეს. ერთი ხანობა ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ იმ დღეს გამარჯვება სწორედ "რომას" ეწერა.
მშვიდობიანი დერბი
გენუის დერბი ემოციური და დაძაბული გამოდგა, მაგრამ მთლიანობაში, "სტადიო მარასიზე" მაინც მშვიდობა იყო.
"სამპდორია" ედერის გოლით დაწინაურდა და თითქმის მთელი თამაში იგებდა, თუმცა ბოლოსკენ "ჯენოამ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
გამათანაბრებელი ფრანსელიმო მათუზალემმა შეაგდო, იმ მომენტისთვის კი "სამპა" უკვე ათი ფეხბურთელით თამაშობდა. დიახ, ორი ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად ანდრეა კოსტამ დატოვა. სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას უფრო დიდი მნიშვნელობა "ჯენოასთვის" ჰქონდა, რადგან ეს გუნდი ელიტაში დასარჩენად გააფთრებით იბრძვის...
გასულ უქმეებზე გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების უშუალო დაპირისპირებაც ვიხილეთ - პესკარაში "დელფინებმა" "სიენას" უმასპინძლეს და 2:3 დამარცხდნენ.
ამ შეხვედრაშიც მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მეტწილად, მასპინძლები დააზარალა.
ნამატჩევს "პესკარას" მთავარი მწვრთნელი ემოციებს ვერ თოკავდა და ყვიროდა, რომ მიმდინარე სეზონში მის გუნდს არბიტრებმა მინიმუმ ცხრა ქულა წაართვეს. ქულების წართმევის რა გითხრათ და "პესკარა" რომ დაქვეითებას ვერ ასცდება, ცხადზე უცხადესია.
ფრე ნეაპოლელთა სასარგებლოდ
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართა, სადაც გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე "მილანმა" და "ნაპოლიმ" ქულები გაიყვეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - მატია ფლამინის მიერ 30-ე წუთზე გატანილ გოლს სამიოდე წუთში გორან პანდევმა უპასუხა.
ფლამინი მეორე ნახევარშიც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც წითელი ბარათი მიიღო და ბოლო ოცი წუთი "როსონერი" კაცნაკლული დატოვა.
"ნაპოლის" შეეძლო გაერისკა, მოსაგებად გაეწია, მაგრამ ვალტერ მაცარიმ რაციონალიზმი ბოლომდე შეინარჩუნა - პირიქით, სენიორ ვალტერმა შემტევი მარეკ ჰამშიკი მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად პაბლო არმერო ჩართო ბრძოლაში, შუა ხაზი გააძლიერა და მატჩი სასურველ შედეგამდე მიიყვანა - ფრე ნეაპოლელთა სასარგებლოდ.
სერია A. XXXII ტური
პესკარა-სიენა 2:3
გოლები: 1:0 ანჯელო (14), 0:2 ძანონი (33-საკ. კარში), 1:2 სელიკი (52), 2:2 ტონი (59), 2:3 ემეგარა (86).
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი - ძანონი, კროლდრუპი, კაპუანო, მოდესტო (76. ბიანკი არჩე) - ტონი, დაგოსტინო (37. სელიკი) - სკული, კაპრარი (85. აბრუსკატო), კაშონე - სფორცინი.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - პაჩი, ფელიპე, ტერცი - ანჯელო, ვერგასოლა, რუბინი, დელა როკა - სესტუ (73. პოცი), როზინა (67. აგრა) - ემეგარა (88. ბოლცონი).
გაფრთხილება: ტონი, სკული - ტერცი, ფელიპე, ვერგასოლა.
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-22(9-10); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 7 000
ატალანტა-ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 პისარო (61-პენ.), 0:2 ლარონდო (72).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - სკალონი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო - ბრიენცა (49. ჯორჯი), ბიონდინი (74. მორალესი), რადოვანოვიჩი, ბონავენტურა - ლივაია (76. პარა), დენისი.
ფიორენტინა (3-4-2-1): ვივიანო - რონკალია, გონსალო, კომპერი - კუადრადო, სისოკო (73. მილიაჩო), პისარო, პასკუალი - ბორხა ვალერო, აკვილანი (56. ლიაიჩი) - ელ ჰამდაუი (56. ლარონდო).
გაფრთხილება: სტენდარდო, ბონავენტურა, ლივაია - სისოკო, პასკუალი, ლარონდო.
გაძევება: დენისი (89. ატალანტა).
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-12(4-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 26 000
პალერმო-ბოლონია 1:1
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (5), 1:1 გაბიადინი (17).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა - მორგანელა, ბარეტო, რიოსი (82. ერნანდესი), კურტიჩი, გარსია - ილიჩიჩი (54. დიბალა), მიკოლი (87. ბოზელი).
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - კერუბინი, ანტონსონი, გარიჩი, მორლეო - კრჰინი, ტაიდერი, კონე (38. გუარენტე) - ხრისტოდოლოპულოსი (64. პასკუატო) - ჯილარდინო, გაბიადინი (71. სორენსენი).
გაფრთხილება: დონატი, არონიკა, მორგანელა, ილიჩიჩი - გარიჩი, კონე, ხრისტოდოლოპულოსი, გუარენტე.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 3-5; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 4-1(3-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 17 000
კალიარი-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 პინილია (63-პენ.), 2:0 პინილია (76).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა (57. დესენა), ეკდალი (86. კაზარინი), კონტი - კოსუ (52. კაბრერა) - რიბეირო, იბარბო.
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, ჟუან ჟესუსი, სილვესტრი, პერეირა - კამბიასო (67. ნაგატომო - 75. სამუელი), გარგანო (53. კუზმანოვიჩი), კოვაჩიჩი - გუარინი - ალვარესი, როკი.
გაფრთხილება: მურუ, კონტი, პინილია - ჟუან ჟესუსი, პერეირა.
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-14(4-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 10 000
Video
14.04.13. კალიარი - ინტერი 2:0
14.04.13. კალიარი - ინტერი 2:0
კიევო-კატანია 0:0
კიევო (5-3-2): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დაინელი, დრამე (65. სარდო) - ლ. რიგონი (82. გუანა), ჰეტემაი, კოფიე - თერეუ (60. სამასა), პელისიერი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ბელუში, მარკეზე - ბიაჯანტი (88. ალმირონი), ისკო, ლოდი (75. კასტრო) - ბარიენტოსი, გომესი, ბერგესიო.
გაფრთხილება: სამასა - ბელუში, ისკო.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 6-6(3-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 9 000
ჯენოა-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 ედერი (28), 1:1 მათუზალემი (80).
ჯენოა (3-5-2): ფრეი - გრანკვისტი, პორტანოვა, მანფრედინი - პიზანო (46. ვარგასი), კუჩკა, მათუზალემი, ანტონელი, მორეტი - იმობილე (60. ფლორო ფლორესი), ბორიელო.
სამპდორია (3-5-2): რომერო - კოსტა, პალომბო, გასტალდელო - დე სილვესტრი, კრტსიჩიჩი (16. მუნარი), ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (82. მუსტაფი) - ედერი (51. სანსონე), იკარდი.
გაფრთხილება: გრანკვისტი, მათუზალემი, მორეტი, ბორიელო, ვარგასი - პალომბო, დე სილვესტრი, მუნარი.
გაძევება: კოსტა (78. სამპდორია).
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-2(1-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 36 000
პარმა-უდინეზე 0:3
გოლები: 0:1 მურიელი (12), 0:2 მურიელი (43), 0:3 პერეირა (62).
პარმა (3-5-2): მირანტე - სანტაკროჩე (52. ბელფოდილი), ლუკარელი, პალეტა - ბიაბიანი (63. ნინისი), როსი, ვალდესი (76. გალოპა), მარკიონი, გობი - სანსონე, ამაური.
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, ლაძარი, ალანი, გაბრიელ სილვა - პერეირა, ზელინსკი (71. ბადუ) - მურიელი (80. რანიჯი).
გაფრთხილება: პალეტა - მურიელი.
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-8(3-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 15 000
ტორინო-რომა 1:2
გოლები: 0:1 ოსვალდო (22), 1:1 ბიანკი (31), 1:2 ლამელა (60).
ტორინო (4-4-2): ჟილე - გლიკი, დარმიანი, ოგბონა მაზიელო - ჩერჩი, ვივესი, გაცი, სანტანა (67. დამბროზიო) - მეჯორინი (67. ბარეტო), ბიანკი (76. ჯონატასი).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - პეროტა (77. მარკინიო), ბრედლი, პიანიჩი (64. ტოტი) - ლამელა, დოდო (63. ფლორენცი), ოსვალდო.
გაფრთხილება: ვივესი, გაცი, ბიანკი - ბურდისო, ბრედლი.
გაძევება: ბალცარეტი (80. რომა).
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 10-8(4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 20 000
Video
14.04.13. ტორინო - რომა 1:2
14.04.13. ტორინო - რომა 1:2
მილანი-ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 ფლამინი (30), 1:1 პანდევი (33).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე (86. დე შილიო), მექსე, საპატა, კონსტანტი - მონტოლივო, ფლამინი, მუნტარი - ბოატენგი (36. ნიანგი), რობინიო (74. ელ შაარავი), პაცინი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო (83. კალაიო), ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი (70. არმერო) - პანდევი (67. ინსინიე), კავანი.
გაფრთხილება: მექსე, პაცინი - დე სანკტისი, კამპანიარო, ბრიტოსი, მაჯო, კავანი.
გაძევება: ფლამინი (72).
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13-8 (5-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 80 000
Video
14.04.13. მილანი - ნაპოლი 1:1
14.04.13. მილანი - ნაპოლი 1:1
15 აპრილი
ლაციო-იუვენტუსი 22.45
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 17 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - ლამელა (რომა); 13 - პაცინი (მილანი); 12 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), პალასიო (ინტერი), ტოტი (რომა), ოსვალდო (რომა).
მომდევნო ტური
20 აპრილი:
ჯენოა-ატალანტა, უდინეზე-ლაციო;
21 აპრილი:
ინტერი-პარმა, ნაპოლი-კალიარი, სიენა-კიევო, იუვენტუსი-მილანი, კატანია-პალერმო, რომა-პესკარა, ბოლონია-სამპდორია, ფიორენტინა-ტორინო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"