"მილანის" ახალგაზრდული დილემა: პიერ ობამეიანგი თუ მბაიე ნიანგი?

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, მბაიე ნიანგის გადაბირებით ინგლისური გუნდები: "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" არიან დაინტერესებულნი.

"მილანის" 18 წლის შემტევი საფეხბურთო მსოფლიომ მიმდინარე სეზონში გაიცნო - მართალია, ნიანგი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში არ ასპარეზობს, მაგრამ ხშირად უწევს თამაში და "როსონერისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

მეორე მხრივ, "მილანი" დილემის წინაშე დგას და შესაძლოა, ამან ნიანგის ტრანსფერის ალბათობა ერთიორად გაზარდოს. "როსონერი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო უფლებების ნახევარს ფლობს
და მისი "სენტ ეტიენიდან" გადაბირების უპირატესი უფლება აქვს.

23 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 17 გოლი გატანილი.

მოკლედ, ობამეიანგი მეტად ნაყოფიერია და თუნდაც უნიჭიერესი ნიანგის ფონზე, შთამბეჭდავად გამოიყურება - მბაიე კარგად კი ირჯება, მაგრამ გოლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

მოკლედ, ობამეიანგზე დიდი მოთხოვნაა, თვით "ინტერიც" კი დაინტერესებულია მისით და ამ ვითარებაში მილანელებს თითქოს არჩევანის წინაშე უწევთ ყოფნა.

ნიანგის და ობამეიანგის ერთდროულად თამაში ცოტა სარისკო ამბავია და თუ "სენტეტიენელის" ტრანსფერი გადაწყდა, ნიანგის წასვლის საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ასეთ შემთხვევაში, "არსენალის" და "სიტის" შანსები მკვეთრად გაიზრდება.

"ინტერზე" კი იმად გავამახვილეთ ყურადღება, რომ პიერ-ემერიკი "მილანის" სკოლის აღზრდილია და მისი თანაქალაქელთა რიგებში გადასვლა "შავ-წითლებისთვის" დიდი დარტყმა იქნება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ არის მადრიდის "რეალის" ინკოგნიტო ფრანგი სამიზნე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული