იტალია. სერია A. XXXII ტური: მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია

AutoSharing Option
დიდად არც აქამდე ვეჭვობდით, მაგრამ 15 აპრილს გამართული მატჩის შემდეგ "იუვენტუსს" თავისუფლად შეგვიძლია მივულოცოთ ჩემპიონობა.

ანტონიო კონტეს გუნდმა "ლაციო" მისსავე მოედანზე დაამარცხა და უახლოეს მდევარ "ნაპოლისთან" ქულათა სხვაობა თერთმეტამდე გაზარდა.

ამ ფორის აღმომფხვრელი ვალტერ მაცარის გუნდი ნამდვილად არაა და მთავარ კითხვაზეც პასუხი გაცემულია...

ტურინელებმა მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. არტურო ვიდალმა ჯერ თერთმეტმეტრიანით იხეირა, შემდეგ კი თამაშიდანაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2.

რომაელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა ნახევარმცველიც კი მოხსნა თამაშიდან და ფორვარდი ჩართო ბრძოლაში,
მაგრამ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.

"იუვე" თითქმის ჩემპიონია, თუმცა რაღა თითქმის...

იტალია. სერია A. XXXII ტური
ლაციო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (8-პენ.), 0:2 ვიდალი (28).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - გონსალესი, სიანი, ცანა, სტანკევიჩუსი - ონაზი, ლედესმა (68. კრეკო), კანდრევა, ერნანესი (46. კოზაკი), მაური (68. ედერსონი) - კლოზე.
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, პელუზო - ლიხტშტაინერი (67. პადოინი), პირლო, ვიდალი, პოგბა, ასამოა - მარკიზიო (89. ჯაკერინი) - ვუჩინიჩი (86. კვალიარელა).
გაფრთხილება: სიანი, ცანა - პელუზო, ვიდალი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-13(2-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 50 000

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXII ტური: "ინტერმა" ლიგის საგზურს ხელი დაუქნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ!!! 31 სკუდეტოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
del piero 10
11:51 16-04-2013
0

სიახლეები პოპულარული