"ტურინში მოგება რომ ძალიან რთულია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ სწორედაც რომ სამი ქულისთვის ვითამაშებთ. ფრე არაფერში გვჭირდება და ამიტომ აქტიურად უნდა შევუტიოთ. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი ტურია დარჩენილი, ჩვენ კი "ნაპოლისთან" ოთხი ქულა გვაქვს ამოსაქაჩი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ფიორენტინა" მოგვდევს და ჯერ მესამე ადგილიც არ გვაქვს დაბევებული.
ტურინულ დაპირისპირებაზე კომენტარი "მილანის" და "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც გააკეთა და საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:
"შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უფრო მოტივირებული "მილანია", მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ეს გარედან ჩანს თერთმეტი ქულა დიდი ფორა, მწვრთნელები კი იქამდე ნერვიულობენ, სანამ ჩემპიონობის ბედი ოფიციალურად არ გაირკვევა. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, აზრი კი ნამდვილად მომეკითხება. მოკლედ, მოტივაცია ორივე მხარეს მაღალია, უპირატესობას კი მაინც "მილანს" მივანიჭებდი. დიახ, "მილანს", რადგან ბოლო პერიოდში ამ გუნდის თამაში უფრო მომწონს. "იუვე" თითქოს მოშვებულია, მოდუნებული და ვფიქრობ, ცივი შხაპის ალბათობა საკმაოდ მაღალია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"