ფაბიო კაპელო: "იუვენტუსი" მოდუნებულია!

AutoSharing Option
მომდევნო უქმეებზე სერია ა-ში "იუვენტუსი"-"მილანის" მატჩი გაიმართება და ამ შეხვედრაზე აქედანვე საუბრობენ. მაგალითად, კევინ პრინს ბოატენგმა თამამი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ტურინში მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს:

"ტურინში მოგება რომ ძალიან რთულია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ სწორედაც რომ სამი ქულისთვის ვითამაშებთ. ფრე არაფერში გვჭირდება და ამიტომ აქტიურად უნდა შევუტიოთ. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი ტურია დარჩენილი, ჩვენ კი "ნაპოლისთან" ოთხი ქულა გვაქვს ამოსაქაჩი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ფიორენტინა" მოგვდევს და ჯერ მესამე ადგილიც არ გვაქვს დაბევებული.
მოკლედ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ"
.

ტურინულ დაპირისპირებაზე კომენტარი "მილანის" და "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც გააკეთა და საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

"შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უფრო მოტივირებული "მილანია", მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ეს გარედან ჩანს თერთმეტი ქულა დიდი ფორა, მწვრთნელები კი იქამდე ნერვიულობენ, სანამ ჩემპიონობის ბედი ოფიციალურად არ გაირკვევა. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, აზრი კი ნამდვილად მომეკითხება. მოკლედ, მოტივაცია ორივე მხარეს მაღალია, უპირატესობას კი მაინც "მილანს" მივანიჭებდი. დიახ, "მილანს", რადგან ბოლო პერიოდში ამ გუნდის თამაში უფრო მომწონს. "იუვე" თითქოს მოშვებულია, მოდუნებული და ვფიქრობ, ცივი შხაპის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული