შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ერთმანეთს "რომა" და "ლაციო" დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად თასის ფინალი რომში "სტადიო ოლიმპიკზე" უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუნდების გულშემატკივრებს შორის წარმოქმნილმა პრობლემებმა ეს ვარიანტი ეჭვქვეშ დააყენა.
ჯერჯერობით კლუბების წარმომადგენლები უარყოფენ ფინალის ჩინეთში ჩატარების შესაძლებლობას, რომელიც რომაულ გულშემატკივრებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოლაპარაკებები ამის თაობაზე გრძელდება.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით