ახლა კი ჩემპიონთა ლიგის, ზოგადად ევროტურნირების და გადარჩენისთვის ბრძოლაზე გავამახვილოთ ყურადღება...
რომაელთა ფიასკო
შაბათის მატჩებიდან "ლაციოს" უდინური მარცხი უნდა გამოვარჩიოთ. "უდინეზემ" უბერებელი ტოტო დი ნატალეს შესანიშნავი გოლით მოიგო და სატურნირო ცხრილში რომაულ გუნდს ადგილი გაუცვალა.
დიახ, ფრიულელები მეშვიდეზე არიან და ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში რეალურად ჩაებნენ.
"ლაციომ" კი სეზონის მეორე ნახევარში იშვიათი რეგრესი განიცადა - ლამის სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ჩამოვარდა, მერვე
თუმცა, ერთი კია, "ბიანკოჩელესტეს" იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო და იქ გამარჯვება ევროპალიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს.
ვინ იცის, იქნებ რომაელები უკვე ფინალზე და თანაქალაქელთან დაპირისპირებაზე ფიქრობენ.
წარუმატებელი მატჩი ჰქონდა "რომასაც". აურელიო ანდრეაცოლის შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში უტევდნენ "პესკარას" - სხვა თუ არაფერი, 18 კუთხური ჩააწოდეს(!), მაგრამ გამარჯვების გოლი ვერაფრით შეაგდეს.
თამაშის დასკვნით ნაწილში "ჯალოროსი" 5 თავდამსხმელით უტევდა, მაგრამ იმ დღეს დედაქალაქელებს გამარჯვება არ ეწერათ.
ერთი ხანობა აქტიურად საუბრობდნენ აურელიო ანდრეაცოლისთან ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ ბოლო მატჩებმა ვითარება რადიკალურად შეცვალა... დღეს იტალიელი სპორტული ჟურნალისტები სხვაგვარად წერენ და უკვე ანდრეაცოლის შესაძლო შემცვლელებზე მსჯელობენ.
Video
21.04.13. რომა - პესკარა 1:1
21.04.13. რომა - პესკარა 1:1
თრილერები ნეაპოლსა და ფლორენციაში
"მილანს" აშკარად არ გაუმართლა - "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" თავიანთი შეხვედრები ბოლო წუთების გოლებით მოიგეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში. ნეაპოლსა და ფლორენციაში ნამდვილი საფეხბურთო თრილერები და გოლთაცვენა ვიხილეთ.
"სტადიო სან პაოლოზე" ანგარიში "კალიარიმ" გახსნა და შემდეგ საკუთარ ნახევარზე გამაგრდა. ერთი ხანობა "ნაპოლის" გაუჭირდა შეტევითი თამაშის დალაგება და ვალტერ მაცარისაც გარკვეული გადაადგილებების მოხდენა მოუწია - მარეკ ჰამშიკი, ფაქტობრივად, თავდასხმაში გადაისროლა და სწორედ სლოვაკმა გაათანაბრა ანგარიში.
მეორე ტაიმი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ნეაპოლელებმა მეორე გოლი გაიტანეს და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს... თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას სარდინიელი მარკო საუ არ შეურიგდა და 71-ე წუთზე ანგარიში გაქვითა, 2:2. აი, აქ კი მაცარიმ თავზე ხელი აიღო; როგორც სჩვევია, ფორვარდებით გაძეძგა გუნდი და საწადელსაც მიაღწია - მატჩის მე-4 დამატებულ წუთზე ლორენცო ინსინიემ გამარჯვების გოლი გაიტანა, 3:2.
Video
21.04.13. ნაპოლი - კალიარი 3:2
21.04.13. ნაპოლი - კალიარი 3:2
საოცრებები ხდებოდა "სტადიო არტემიო ფრანკიზე", სადაც "ფიორენტინამ" ჯერ ჩათვალა, რომ მოიგო თამაში, შემდეგ კი რეალურად მოიგო... პირველი ტაიმი იწურებოდა, როდესაც ტაბლოზე 3:0 ენთო და აბა, ვინღა იფიქრებდა, თუ "ტორინო" თამაშში ინტრიგას დააბრუნებდა... თუმცა, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - სტუმრებმა ამოქაჩეს სამბურთიანი ფორა და კინაღამ ქულას გამოკრეს ხელი.
თუმცა, კინაღამ არ ითვლება და ფლორენციელებმა მაინც გამოჭედეს გამარჯვება: 86-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა რომულომ გამოიდო, ტურინელებს მეოთხე მიართვა და ფლორენციელი გულშემატკივარი ექსტაზში ჩააგდო. "ვიოლამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, კვირას, გვიან ღამით ხომ უმთავრეს კონკურენტ "მილანს" თვით" იუვენტუსთან" ჰქონდა სათამაშო და ქულების დაკარგვის ალბათობაც დიდი იყო.
ნამატჩევს ფლორენციელთა თავკაცი ვინჩენცო მონტელა ბედნიერი გახლდათ:
"ეს იყო ყველაზე დრამატული მატჩი მიმდინარე სეზონში, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კომპლიმენტები "ტორინოს", რომელმაც წაგებული თამაში შემოატრიალა და კინაღამ ქულას გამოჰკრა ხელი. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და შანსებიც საკმაოდ მაღალი გვაქვს".
ინტერი ხავსს ეჭიდება
"ინტერმა" ტომაზო როკის გოლით "პარმა" რთულ ბრძოლაში დაამარცხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მილანური გრანდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ მათ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია. შესაბამისად, მილანური მატჩის შემდეგ მეტად ოპტიმისტური კომენტარები გაკეთდა.
ყველაზე საინტერესო კომენტარი კი მაინც მასიმო მორატის ეკუთვნის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი იქნება. ვნახოთ, შეასრულებს თუ არა სიტყვას "ინტერის" პრეზიდენტი.
Video
21.04.13. ინტერი - პარმა 1:0
21.04.13. ინტერი - პარმა 1:0
ბოლოს სიცილიურ დერბიზეც ვთქვათ, რომელიც მშვიდობიანი შედეგით კი დასრულდა, მაგრამ მოედანზე უფრო ომი იყო გაჩაღებული. მსაჯთან გაუთავებელი კამათი, გაწევ-გამოწევა და სიხისტე უხეშობის ზღვარზე - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ განვლილი სიცილიური დერბი.
ამ შეხვედრაში ერთი მეტად საგულისხმო ამბავი მოხდა: მატჩის 95-ე წუთზე არბიტრმა "კატანიას" კიპერს წითელი ბარათი აუფრიალა და იქვე საფინალოდაც ჩასტვინა. მოკლედ, მასპინძლებს მეკარის შეცვლა აღარ დასცალდათ და ისე გამოვიდა, რომ გუნდმა თამაში უმეკარეოდ ჩაამთავრა.
"პალერმოს" მსგავსად, ქულა მოიპოვა "ჯენოამაც", "სიენა" კი საკუთარ კედლებში "კიევოსთან" დამარცხდა - ამ სამ გუნდს შორის გადარჩენისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.
სერია A. XXXIII ტური
ჯენოა-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ფლორო ფლორესი (6), 1:1 დელ გროსო (8).
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი - გრანკვისტი, პორტანოვა, მანფრედინი, მორეტი (63. ნადარევიჩი) - კუჩკა, მათუზალემი, ანტონელი - ბერტოლაჩი - იანკოვიჩი (73. მ. რიგონი), ფლორო ფლორესი (59. იმობილე).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - სკალონი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო - ბრივიო (83. რადოვანოვიჩი), ბიონდინი, ჩიგარინი, ბონავენტურა - მორალესი (66. ჯორჯი) - ლივაია (72. პარა).
გაფრთხილება: პორტანოვა, ბერტოლაჩი, ფლორო ფლორესი - სკალონი, ლუკინი, ბონავენტურა, ლივაია.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 28-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-3(4-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 18 000
უდინეზე-ლაციო 1:0
გოლი: 1:0 დი ნატალე (19).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, ლაძარი, ალანი, გაბრიელ სილვა - პერეირა, ზელინსკი (85. ბადუ) - დი ნატალე (80. რანიჯი).
ლაციო (3-4-2-1): მარკეტი - ბიავა, დიასი, სიანი - ონაზი, სტანკევიჩუსი (61. ედერსონი), ლედესმა (61. ერნანესი), გონსალესი - მაური (73. ფლოკარი), კანდრევა - კლოზე.
გაფრთხილება: დომიცი, ლაძარი - ლედესმა, გონსალესი, ედერსონი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-5(3-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000
ინტერი-პარმა 1:0
გოლი: 1:0 როკი (81).
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ჯონატასი, ჟუან ჟესუსი, რანოკია, პერეირა - ძანეტი, კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი, სკელოტო (76. გარიტანო) - ალვარესი, როკი (84. კივუ).
პარმა (4-3-3): მირანტე - ბენალუანი, ლუკარელი, კოდა (75. სანტაკროჩე), გობი - პაროლო, ვალდესი, მარკიონი - ბელფოდილი (46. ბიაბიანი), სანსონე, ამაური.
გაფრთხილება: პერეირა - ვალდესი, ამაური.
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 6-11(2-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 49 000
რომა-პესკარა 1:1
გოლები: 0:1 კაპრარი (14), 1:1 დესტრო (51).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი (83. ლოპესი), მარკინიოსი, კასტანი, ტოროსიდისი - დე როსი, ფლორენცი (46. დესტრო), პიანიჩი (73. ბრედლი) - ლამელა, ტოტი, ოსვალდო.
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი - ძანონი, კოსიჩი (90. ბიანკი არჩე), კაპუანო, მოდესტო - ტონი, რიცო - სელიკი (64. დი ფრანჩესკო), კაპრარი (54. ბალცანო), კაშონე - სფორცინი.
კუთხური: 18-1; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 17-12(6-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 40 000
ბოლონია-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ჯილარდინო (24), 1:1 სანსონე (59).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - მოტა (70. დე კარვალიო), კერუბინი (21. სორენსენი), ანტონსონი, მორლეო - კრჰინი, ტაიდერი - კონე, დიამანტი, გაბიადინი (83. პასკუატო) - ჯილარდინო.
სამპდორია (3-5-2): რომერო - მუსტაფი (79. როსინი), პალომბო, გასტალდელო - მუნარი, ბერარდი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია - სანსონე (88. სორიანო), იკარდი (41. მაქსი ლოპესი).
გაფრთხილება: მორლეო, ჯილარდინო - გასტალდელო, ესტიგარიბია, ობიანგი, ბერარდი, როსინი.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-24; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 12-7(6-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 21 000
კატანია-პალერმო 1:1
გოლი: 1:0 ბარიენტოსი (70), 1:1 ილიჩიჩი (90).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - სპოლი, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - ალმირონი (58. კასტრო), ისკო (46. ბიაჯანტი) , ლოდი - ბარიენტოსი, გომესი, ბერგესიო.
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი (73. რიოსი), არონიკა - მორგანელა, ბარეტო, დონატი, კურტიჩი (78. ერნანდესი), დოსენა - ილიჩიჩი, ბოზელი (57. დიბალა).
გაფრთხილება: ბელუში, სპოლი - მუნიოსი, დონატი, დოსენა.
გაძევება: ანდუხარი (90. კატანია).
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18-9(7-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 25 000
ფიორენტინა-ტორინო 4:3
გოლები: 1:0 კუადრადო (8), 2:0 აკვილანი (16), 3:0 ლიაიჩი (33), 3:1 ბარეტო (45), 3:2 სანტანა (55), 3:3 ჩერჩი (77), 4:3 რომულო (86).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, კომპერი, სავიჩი - აკვილანი (73. რომულო), პისარო, ბორხა ვალერო - კუადრადო, ლარონდო (81. ელ ჰამდაუი), ლიაიჩი (61. ფერნანდესი).
ტორინო (4-4-2): ჟილე - გლიკი, დარმიანი, ოგბონა, დამბროზიო - ჩერჩი, ვივესი, გაცი (46. ბაშა), სანტანა - მეჯორინი (67. ბიანკი), ბარეტო (71. ჯონატასი).
გაფრთხილება: კუადრადო - ვივესი, ბიანკი.
გაძევება: დარმიანი (90. ტორინო).
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-7(6-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 27 000
ნაპოლი-კალიარი 3:2
გოლები: 0:1 იბარბო (18), 1:1 ჰამშიკი (48), 2:1 კავანი (64), 2:2 საუ (71), 3:2 ინსინიე (90).
ნაპოლი (3-4-1-2): როზატი - ბრიტოსი, კანავარო, გამბერინი (55. არმერო) - მაჯო, ჯემაილი (78. ინსინიე), ბერამი, ცუნიგა (88. კალაიო) - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, როსეტინი (46. არიაუდო), ასტორი, მურუ - დესენა, ეკდალი, ნაინგოლანი - ნენე (57. კაბრერა), რიბეირო (68. საუ), იბარბო.
გაფრთხილება: კანავარო, ბერამი, კავანი - დესენა, ნაინგოლანი, ეკდალი, ნენე, კაბრერა.
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-10(7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 38 000
სიენა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 პელისიერი (45).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - პაჩი, ფელიპე, ტერცი - ანჯელო, ვერგასოლა, რუბინი (86. რეჯინალდო), დელა როკა - აგრა (55. ბოგდანი), როზინა - ემეგარა (75. პაოლუჩი).
კიევო (3-5-2): პუჯონი - დაინელი, ცეზარი, ანდრეოლი - ფრეი, კოფიე, ლ. რიგონი (80. ლუსიანო), ჰეტემაი, დრამე (82. აჩერბი) - თერეუ, პელისიერი (67. სტოიანი).
გაფრთხილება: ტერცი, პაჩი, ვერგასოლა, დელა როკა, პაოლუჩი - დაინელი, ცეზარი, ფრეი, ლ. რიგონი, ჰეტემაი, ლუსიანო.
კუთხური: 15-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-8(4-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 10 000
იუვენტუსი-მილანი 1:0
გოლი: 1:0 ვიდალი (57-პენ)
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (81. პადონი), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა (90. პელუზო) - მარკიზიო - ვუჩინიჩი (90. კვალიარელა).
მილანი (4-3-3): აბიატი (15. ამელია) - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი (46. მუნტარი), ბოატენგი - რობინიო (71. ბოიანი), ელ შაარავი, პაცინი.
გაფრთხილება: მექსე, საპატა, ამელია (მილანი).
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-11 (5-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 40 000
Video
21.04.13. იუვენტუსი - მილანი 1:0
21.04.13. იუვენტუსი - მილანი 1:0
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - ლამელა (რომა); 13 - პაცინი (მილანი); 12 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), პალასიო (ინტერი), ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი).
მომდევნო ტური
27 აპრილი:
ატალანტა-ბოლონია, კალიარი-უდინეზე, პესკარა-ნაპოლი;
28 აპრილი:
სამპდორია-ფიორენტინა, კიევო-ჯენოა, პალერმო-ინტერი, ტორინო-იუვენტუსი, რომა-სიენა, მილანი-კატანია;
29 აპრილი:
პარმა-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"