ანტონიო კასანო მილანის "ინტერს" დატოვებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ანტონიო კასანოსთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

"ინტერის" გენერალური დირექტორის, მარკო ფასონეს თქმით, კლუბი კასანოს წასვლაში ხელს არ შეუშლის და მზადაა, ის სასურველ თანხად ტრანსფერზე დააყენოს.

"კასანოსთან კონტრაქტს არ გავახანგრლივებთ. სტრამაჩონისთან კონფლიქტმა მისი ბედი გადაწყვიტა.

მიუხედავად კარგი სეზონისა, ის ყველაზე მეტად იღლებოდა. არ ვფიქრობთ მოგების მიღებაზე, მაგრამ პატარა თანხად ფეხბურთელს ნამდვილად არ გავყიდით",
- თქვა ფასონემ.

კასანოს კონტრაქტი "ინტერთან" 2014 წლის ზაფხულამდე გრძელდება. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 10 მილიონ ევროს წარმოადგენს.

მომზადებულია Cronaca Milano-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული