მილანის "ინტერის" 114 წლის ქომაგი გარდაიცვალა

AutoSharing Option
თურმე, ევროპის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი "ინტერის" თავგადაკლული ქომაგი ყოფილა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით...

დიახ, ყოფილა, რადგან მარია რადაელი ორიოდე დღის წინ, 114 წლისა გარდაიცვალა.

ამის შესახებ მილანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამძიმრის წერილი კი უამრავმა "ინტერისტამ" გაავრცელა.

ღრმა მწუხარება გამოხატა "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ და დასძინა, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, რაშიც "ინტერის" გულშემატკივრობა იგულისხმება, მარია საოცრად კარგი ადამიანი გახლდათ.

მარია რადაელი 1899 წელს დაიბადა, თვით "ინტერის" დაარსებამდე 9 წლით ადრე - გარდაცვალებამდე მან ერთ-ერთ სპორტულ გაზეთს ინტერვიუ მისცა და
აღნიშნა, რომ გუშინდელ დღესავით ახსოვდა "ინტერის" დაბადება და ამ გუნდის პირველი მატჩები.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმა ქალბატონმა თავის თავში ამხელა ისტორიის მქონე კლუბი დაიტია და მისი დაარსებიდან გუშინდელ დღემდე, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში უგულშემატკივრა.

ბოლოს მასიმო მორატის მოვუსმინოთ:

"ამ ქალთან საუბარი ერთი სიამოვნება იყო და ძალიან საწყენია, რომ ამის საშუალება აღარასდროს მომეცემა.

მას დეტალებში შეეძლო გაეხსენებინა "ინტერის" მიერ XX საუკუნის დასაწყისში ჩატარებული მატჩები.

ჩვენმა გუნდმა ამ საოცარ ქალბატონთან ერთად მოიგო უამრავი ტროფეი: სკუდეტოები, თასები, ევროტურნირები და მათ შორის, ჩემპიონთა თასისა და ლიგის გათამაშებები.

წარმოიდგინეთ, მას ახსოვდა ყველა ის ლეგენდარული ფეხბურთელი, ვისაც კი "ინტერში" ოდესმე უთამაშია. მარია რადაელისთვის "ინტერის" მუზეუმში ცალკე კუთხე გაკეთდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული