ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომდევნო ტურში ნეაპოლელები ქულებს დაკარგავენ, ხოლო "ბებერი ქალბატონი" ტურინულ დერბიში "ტორინოს" დაამარცხებს, სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს.
მოკლედ, ტურინის შავ-თეთრი ნაწილი საჩემპიონო სამზადისშია და დიდია შანსი, ეს ამბავი დერბიში ისტორიულ მეტოქესთან გამარჯვებას მოჰყვეს.
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ამ თემაზე "იუვეს" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და ნახევარმცველ კვადვო ასამოას გაესაუბრა...
ანტონიო კონტე: "სკუდეტო ახლოა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ რომ
დღეს ჩვენი ფიქრები ტურინულ დერბის დასტრიალებს და ჩვენი უმთავრესი მიზანიც კონკრეტულად ამ პაექრობის მოგებაა.
თანაც, არა მგონია, ნეაპოლელებმა ქულები დაკარგონ, რადგან მათ თითქმის უმოტივაციო "პესკარასთან" უწევთ დაპირისპირება. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ "ტორინოსთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
კვადვო ასამოა: "ქალაქში განსხვავებული ატმოსფეროა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სკუდეტოს მოგებასთან ახლოს ვართ; უბრალოდ, წინ ტურინული დერბია. ყველა ამ თამაშზე ლაპარაკობს და ეს საბრძოლო განწყობას გვმატებს.
ვეცდებით, გავიმარჯვოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ქომაგები. "ტორინო" ძლიერი გუნდია და ეს "ფიორენტინასთან" შეხვედრაშიც დაამტკიცა. ფლორენციულმა მატჩმა ნათლად დაგვანახვა, რომ "გრანატასთან" მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"