არტურო ვიდალი: ტურინის "იუვენტუსში" ვრჩები

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, აქტიურად ვრცელდება ცნობები არტურო ვიდალის "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ...

ყველაზე ხშირად პერუელის მომავალს ლონდონის "ჩელსის", ან "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. ითქვა ისიც, რომ 25 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა და თუკი ტურინელები სარფიან წინადადებას მიიღებენ, წამყვან მოთამაშეს აუცილებლად შეელევიან.

თუმცა, თავად არტუროს სულ სხვა ინფორმაცია და სულ სხვა გეგმები აქვს:

"ტურინში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და აქედან წასვლის არავითარი სურვილი არ მაქვს. კლუბის მესვეურებს ველაპარაკე
და ვიცი, რომ არც ისინი აპირებენ ჩემს გასხვისებას.

ვამაყობ, რომ "იუვენტუსის" მაისურა მაცვია და მინდა, კიდევ დიდხანს ვიყო ამ დიდი გუნდის წევრი.

ტურინში გადმობარგება ერთი წუთითაც არ მინანია და მოგზაურობის სურვილიც აღარ მაქვს. მოკლედ, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნილია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული