მასიმო მორატი: ხავიერ ძანეტი კიდევ ითამაშებს "ინტერში"

AutoSharing Option
ხავიერ ძანეტის ტრავმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში კვლავაც აქტუალურ თემად რჩება - 39 წლის არგენტინელს უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა, რომელთა შორის გახლავთ "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი. სენიორ მასიმომ იტალიელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"ხავიერს ტრავმის მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში ვესაუბრე და დავრწმუნდი, რომ ის ამ სირთულესაც გადალახავს. ძანეტი საოცრად მებრძოლი ადამიანია და ზუსტად ვიცი, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდება. პირადად მე ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ ძანეტის ვეღარასდროს ვიხილავ "ინტერის" შემადგენლობაში და სიმართლე გითხრათ, ამას არც ვუშვებ. სარეაბილიტაციო პერიოდი რთული იქნება, მაგრამ ღრმად მწამს, რომ
ყველაფერი კარგად დასრულდება. ძანეტი კიდევ ითამაშებს "ინტერის" მაისურით, ეს გარდაუვალია".

შეგახსენებთ, რომ ძანეტიმ უმძიმესი ტრავმა "პალერმო"-"ინტერის" შეხვედრაში მიიღო. წინასწარი ვარაუდით, მკურნალობის პროცესს 6-დან 8 თვემდე დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXIV ტური: ხავიერ ძანეტის ტრავმამ კალჩო დაადუმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძანეტი ლეგენდარულიფეხბურთელია ამას არ უნდა ლაპარაკი
bla bla bla
10:30 02-05-2013
0

სიახლეები პოპულარული