ურუგვაელის თქმით, ის არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლაზე. შეგახსენებთ, რომ კავანიმ "ინტერს" სამი გოლი გაუტანა.
"ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო თითოეულ მატჩში. უბრალოდ გოლების გატანა მინდა და მსურს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო.
ამჟამად "ბოლონიასთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ვფიქრობ. სხვა ფიქრები თავში არ მიტრიალებს", - თქვა კავანიმ.
ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კავანის გადაბირება პსჟ-ს, "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" სურდა.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით