სერია A. XXXV ტური: დაბადებული სკუდეტოსთვის [VIDEO]

AutoSharing Option
XXXV ტურმა მთავარ კითხვას გასცა პასუხი: "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია.

მართალია, ამაში უკვე დიდი ხანია, ეჭვი აღარ გვეპარებოდა, მაგრამ ოფიციალურად ტურინელებმა სწორედ კვირას გაიფორმეს 29-ე სკუდეტო, თუმცა თვითონ პიემონტელები თვლიან, რომ - 31-ე და ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც ჯობია, სხვა დროს მივუბრუნდეთ...

ფიესტა იტალიურად
"იუვენტუსმა" დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა "პალერმოსთან" და სულაც ნაჩუქარი პენალტით მოიგო, მაგრამ იმ დღეს ეს მეათეხარისხოვანი გახლდათ... მთელი ტურინი საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებოდა და "ბებერ ქალბატონს" აუცილებლად უნდა მოეგო.

სიმბოლურია, რომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი არტურო ვიდალმა
გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელიც თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ სეზონის გმირად და შესაძლოა, თვით ანდრეა პირლოს წინაც დავაყენოთ.

დიახ, მიმდინარე სეზონში ვიდალი საოცრად ნაყოფიერია და ამ გოლსაც ალალად იმსახურებდა. ცნობისთვის, ნამატჩევს არტურო დაპირდა გულშემატკივრებს, რომ კარიერას აუცილებლად "იუვენტუსში" გააგრძელებს.

მატჩის ბოლო წუთებში "იუვენტუსი" კაცნაკლული იყო - "პალერმომაც" თითქოს გაიბრძოლა და მსაჯის მიერ კომპენსირებული ოთხი წუთიც ტურინელი ქომაგებისთვის უსაშველოდ გაიწელა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო ის, რაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში უკვე აღარ ხდება, იტალიაში კი ამას ვერავინ და ვერაფერი ეწინააღმდეგება - ტიფოზებმა გაარღვიეს სტადიონის ბარიკადები, მოედანზე შეცვივდნენ და ფეხბურთელებს ყველაფერი გახადეს, რისი გახდაც შეიძლებოდა.

ეს იყო ნამდვილი იტალიური ფიესტა, სადაც თასის აღმართვისთვისაც არავის ეცალა. მოკლედ, გულშემატკივრებმა სტადიონზე დაგეგმილი ყველანაირი საჩემპიონო ღონისძიება ჩაშალეს, ჟურნალისტებმა კი ანტონიო კონტე ექსტრემალურ ვითარებაში გამოიჭირეს, როდესაც ტურინელი გრანდის მწვრთნელი ეგზალტირებულ ტიფოზებს თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა. მოკლე კომენტარი კი უკვე გასახდელში გააკეთა:

"საოცარი საღამოა, რადგან ჩვენი შრომა კიდევ ერთხელ დაფასდა. "იუვენტუსი" სუპერძალაა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ვამაყობ თითოეული შეგირდით და ამ გადარეული გულშემატკივრებით"
.

პესკარა გავარდა, სიენა მიეწევა...
რამდენადაც წარმატებული გამოდგა XXXV ტური "იუვენტუსისთვის", იმდენად წარუმატებელი იყო "პესკარასთვის". "დელფონებმა" მორიგი მატჩი წააგეს - ამჯერად "ჯენოასთან" დარჩნენ ხელმოცარულნი და ოფიციალურად დაქვეითდნენ სერია B-ში.

თვითონ "ჯენოამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, ტურინში წაგებულ "პალერმოს" გადაასწრო და დროებით თუ უდროოდ, გასავარდნ ზონას დააღწია თავი.

მოკლედ, დარჩენილ ტურებში გადარჩენისათვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი და ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო ამ უსიამოვნო ორომტრიალში "ტორინოც" ჩაერია.

ურთულეს მდგომარეობაშია "სიენა", რომელმაც კიდევ უფრო მყარად მოიკიდა ფეხი გასავარდნ ზონაში და მხოლოდ სასწაული თუ უშველის.

მოკლედ, დიდი ალბათობით, "პესკარას" "სიენაც" მიეწევა.

ინტერის სრული ფიასკო
"ინტერი" დიდი იტალიური ტრიოს ერთ-ერთი წევრია და ამ გუნდის ასეთ დღეში ხილვა არცთუ სასიამოვნო ამბავია. ანდრეა სტრამაჩონის გუნდს ყველა უგებს, ვისაც არ ეზარება და შედეგად, "ნერაძური" მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა.

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მილანური გრანდი ვერც ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს და მომდევნო სეზონში მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით გაირჯება.

გადახედეთ "ინტერის" შემადგენლობას "ნაპოლისთან" მატჩში და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი სრულიად ლოგიკურია.

რაც შეეხება "ნაპოლის", ამ გუნდს დამსახურებულად უკავია მეორე ადგილი, რომელშიც ვეღარავინ შეეცილება. ქებათა ქება ედინსონ კავანის, რომელმაც "ინტერს" ჰეთ თრიკი შეუსრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე ვთქვათ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდზე, რომელმაც "ბოლონიას", არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი გოლი გაუტანა.

დიახ, მიროსლავ კლოზემ არ დაინდო მეტოქე, "ლაციომ" კი წარუმატებელი სერია შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანიც ლიგაზე
XXXV ტური გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაში. მართალია, "მილანს" ჯერ კიდევ არ დაუბევებია მესამე ადგილი, მაგრამ 4-ქულიანი ფორა შეიქმნა, რომლის აღმოფხვრაც ფლორენციელებს ძალიან გაუჭირდებათ.

"ფიორენტინა" "რომას" მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, მაგრამ 90-ე წუთზე პაბლო ოსვალდოსგან გოლი მიიღო და ხელმოცარული დარჩა.

ამით კარგად ისარგებლა "მილანმა", "ტორინო" დაამარცხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინ გაიჭრა.

ერთი კია, "როსონერიმ" მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა და შესაძლოა, არც კი იმსახურებდა მოპოვებულ სამ ქულას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეზიუმე
"იუვენტუსი" ჩემპიონია და ეს არათუ ტურის, ტურნირის მთავარი ამბავია. "ნაპოლის" მეორე ადგილში ვერავინ შეეცილება და დიდი ალბათობით, არც "მილანი" დათმობს მესამეს.

ევროპის ლიგაზე ასპარეზობა "ფიორენტინას", პრაქტიკულად, განაღდებული აქვს, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი "რომა", "ლაციო", "უდინეზე" და "ინტერი" იბრძვიან, თუმცა ამ უკანასკნელის შანსები მიზერულია.

"პესკარა" გავარდა, "სიენა" თითქმის განწირულია, "ჯენოასა" და "პალერმოს" შორის ფავორიტად გენუელები უნდა ჩავთვალოთ, ბოლომდე უსაფრთხოდ კი ვეღარც "ტორინო" გრძნობს თავს.

სერია A. XXXV ტური
კიევო-კალიარი 0:0
კიევო (5-3-2): პუჯონი - დაინელი, ცეზარი (80. სარდო), ანდრეოლი, ფრეი, დრამე - ლ. რიგონი, ჰეტემაი, კოფიე (59. ლუსიანო) - თერეუ, პალოსკი (70. სტოიანი).
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ეკდალი, კონტი, დესენა (65. რიბეირო) - საუ (89. ერიკსონი), ნენე (74. იბარბო), ნაინგოლანი.
გაფრთხილება: ცეზარი, ლ. რიგონი - ერიკსონი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 23-20; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-9(1-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 11 000

ფიორენტინა-რომა 0:1
გოლი: 0:1 ოსვალდო (90).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - ტომოვიჩი (79. რომულო), გონსალო, კომპერი, პასკუალი - აკვილანი (71. მატი ფერნანდესი), პისარო, ბორხა ვალერო - კუადრადო, იოვეტიჩი (71. ტონი), ლიაიჩი.
რომა (4-2-3-1): ლობონტი (46. გოიკოეჩეა) - ტოროსიდისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, ბრედლი - ფლორენცი (75. მარკინიოსი), ლამელა (64. პიანიჩი), ტოტი - ოსვალდო.
გაფრთხილება: ტომოვიჩი, ტონი - ბალცარეტი, დე როსი, ოსვალდო.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-9(4-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 27 000

უდინეზე-სამპდორია 3:1
გოლები: 1:0 დი ნატალე (29), 1:1 ედერი (34), 2:1 დი ნატალე (52), 3:1 მურიელი (87).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი (69. კამპოს ტორო), ალანი, გაბრიელ სილვა - პერეირა (76. ბადუ), ზელინსკი (55. მურიელი) - დი ნატალე.
სამპდორია (3-5-2): რომერო - მუსტაფი, როსინი, კასტელინი - რენანი, დე სილვესტრი (81. ბერარდი), ობიანგი, პოლი (78. მაქსი ლოპესი), ესტიგარიბია - ედერი, იკარდი (62. სანსონე).
გაფრთხილება: დანილო, ბენეტია, დომიცი, პინცი, დი ნატალე - მუსტაფი, პოლი.
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 13-12(5-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 15 000

მილანი-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 ბალოტელი (84).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი - ნოჩერინო, ფლამინი (81. რობინიო), მუნტარი - ბოატენგი (76. ნიანგი), ელ შაარავი (55. პაცინი), ბალოტელი.
ტორინო (5-3-2): ჟილე - მაზიელო, დარმიანი, ოგბონა, როდრიგესი, დი ჩეზარე (83. დამბროზიო) - ბაშა, ბრიგი (75. სანტანა), ვივესი - ჩერჩი, ბარეტო (84. მეჯორინი).
გაფრთხილება: მექსე, მუნტარი, ბოატენგი, ბალოტელი (მილანი).
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-7(7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 65 000

კატანია-სიენა 3:0
გოლები: 1:0 ბერგესიო (14), 2:0 ბერგესიო (52), 3:0 ბერგესიო (71).
კატანია (4-3-3): ფრიზონი - ალვარესი (40. პოტენცა), სპოლი, როლინი, კაპუანო - ბიაჯანტი, ისკო, ლოდი - ბარიენტოსი, კასტრო (76. გომესი), ბერგესიო (74. კანი).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ტეიშეირა, პაჩი, ფელიპე - ანჯელო, კალელო, რუბინი, დელა როკა (79. ვერე) - სესტუ (58. მანინი), როზინა (69. ბოგდანი) - ემეგარა.
გაფრთხილება: სპოლი - ემეგარა.
გაძევება: ფელიპე (42. სიენა).
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-10(5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 13 000

ჯენოა-პესკარა 4:1
გოლები: 1:0 ფლორო ფლორესი (19), 2:0 ბორიელო (30), 2:1 სკული (35), 3:1 ბორიელო (54), 4:1 ბერტოლაჩი (70).
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი, პორტანოვა, ანტონელი (76. მორეტი) - მ. რიგონი, მათუზალემი, ვარგასი (58. ტოზცერი) - ბერტოლაჩი - ბორიელო, ფლორო ფლორესი (60. იმობილე).
პესკარა (4-2-3-1): პერინი - ძანონი, კოსიჩი (59. ბიანკი არჩე), კაპუანო, ბალცანო - ტონი, რიცო - დი ფრანჩესკო, კაშონე (85. ბარნასონი), სკული - სფორცინი (58. აბრუსკატო).
გაფრთხილება: სკული (პესკარა).
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 19-11(5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 20 000

იუვენტუსი-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 ვიდალი (59-პენ.).
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (56. პადოინი), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა (67. პელუზო) - მარკიზიო - ვუჩინიჩი (78. კვალიარელა).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, დონატი, არონიკა - ნიელსონი, ბარეტო, რიოსი (78. ფაურლინი), კურტიჩი, გარსია - ილიჩიჩი (71. დიბალა), მიკოლი (65. ერნანდესი).
გაფრთხილება: ბარცალი, ვიდალი (იუვენტუსი).
გაძევება: პოგბა (83. იუვენტუსი).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-5(5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 42 000

ლაციო-ბოლონია 6:0
გოლები: 1:0 კლოზე (22), 2:0 ერნანესი (32), 3:0 კლოზე (36), 4:0 კლოზე (39), 5:0 კლოზე (50), 6:0 კლოზე (61).
ლაციო (4-4-2): მარკეტი - კონკო, ცანა, დიასი, რადუ - კანდრევა (63. პერეირინია), ლედესმა, ერნანესი, ლულიჩი - ფლოკარი (75. გონსალესი), კლოზე (68. საა).
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი - გარიჩი, სორენსენი, ანტონსონი, აბერო - პერესი (53. კრჰინი), ტაიდერი (46. გუარენტე) - კონე, დიამანტი, გაბიადინი - ჯილარდინო (53. ხრისტოდოლოპულოსი).
გაფრთხილება: ლულიჩი - აბერო, კონე, გუარენტე.
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21-13(9-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 32 000

პარმა-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 პაროლო (44), 2:0 ბიაბიანი (58).
პარმა (3-4-2-1): მირანტე - ლუკარელი, პალეტა, ბენალუანი - გობი, პაროლო, ამპუერო (77. შტრასერი), მარკიონი - ბელფოდილი (76. როზი), ბიაბიანი (90. ბონიპერტი) - ამაური.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ფერი (60. დე ლუკა), სტენდარდო, ლუკინი (26. კონტინი), ბრივიო - რაიმონდი, ბიონდინი, ჩიგარინი (71. კარმონა), ბონავენტურა - მორალესი - დენისი.
გაფრთხილება: ლუკარელი, პაროლო, ამპუერო, ბიაბიანი - ფერი.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 17-11(8-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 13 000

ნაპოლი-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 კავანი (3), 1:1 ალვარესი (23), 2:1 კავანი (33-პენ.), 3:1 კავანი (78).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (62. როლანდო), კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ჯემაილი (66. არმერო), ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი (85. ინსინიე), კავანი.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია (83. სკელოტო), ჟუან ჟესუსი, კივუ - ჯონატანი, ბენასი (46. კამბიასო), კუზმანოვიჩი (83. პაზა), კოვაჩიჩი, პერეირა - ალვარესი, გუარინი.
გაფრთხილება: ბერამი - ჯონატანი, რანოკია, ჟუან ჟესუსი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-10(9-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 000

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), პაცინი (მილანი); 13 - ჯილარდინო (ბოლონია).

მომდევნო ტური
7 მაისი:
რომა-კიევო;

8 მაისი:
პესკარა-მილანი, სამპდორია-კატანია, სიენა-ფიორენტინა, ტორინო-ჯენოა, ატალანტა-იუვენტუსი, ინტერი-ლაციო, ბოლონია-ნაპოლი, კალიარი-პარმა, პალერმო-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობ [VIDEO]
მიროსლავ კლოზე: ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გოლებმა "ლაციოს" მოაგებინეს [VIDEO]
ანდრეა პირლო: "იუვენტუსმა" დაამტკიცა, რომ სხვებს ერთი თავით სჯობს [VIDEO]
მარიო ბალოტელი მასიმილიანო ალეგრის სიყვარულში გამოუტყდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული