როგორც ამბობენ, 35 წლის ფეხბურთელი არცთუ მთლად კმაყოფილია კატალონიური გრანდის კოლექტივში არსებული ატმოსფეროთი და დიდი შანსია, "ბარსელონას" ამ ზაფხულსვე დაემშვიდობოს.
"ჩვენ ამ ფეხბურთელით არ ვართ დაინტერესებულნი. კარლესს ჩვენი კლუბი მოსწონს, თუმცა ასაკოვანი მცველების გუნდში მოწვევა ჩვენს გეგმებში არ შედის", - უთხრა გალიანიმ ინტერვიუში Mundo Deportivo-ს.
"ნუ გაგვიგებთ ისე, თითქოს პუიოლის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ ვაყენებ. უბრალოდ, ამჟამად "მილანში" ყურადღება ახალგაზრდებზე მახვილდება. ასეთია ჩვენი
ისე, სიმართლე გითხრათ, არც ის მგონია, პუიოლმა "ბარსელონა" დატოვოს. ასე რომ, ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები მგონია", - დასძინა გალიანიმ.
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანიმ "მილანიდან" კინაღამ სტეფან ელ შაარავი გაუშვა
აღშფოთებული კარლეს პუიოლი "ბარსელონადან" მიდის
დღის სუპერგოგონა: კარლეს პუიოლის ულამაზესი მეორე ნახევარი