სერია A. XXXVI ტური: მასპინძელთა შავი დღე ფინიშის სწორზე [VIDEO]

AutoSharing Option
ორი ტურიც და სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. ჩემპიონის ვინაობა უკვე ვიცით და ისიც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლი" და "მილანი" იასპარეზებენ.

სამაგიეროდ, ბურუსითაა მოცული ევროპალიგის საგზურთა ბედი და გამომდინარე აქედან, "რომა"-"კიევოს" შეხვედრა დედაქალაქელთათვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ...

ძველი პრობლემა
"რომა" ვერაფრით დასტაბილურდა და შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ კვლავაც სჩვევია მოულოდნელი ჩავარდნები. ბოლო ორ ტურში "ჯალოროსიმ" ჯერ "სიენა" გაანადგურა ოთხი უპასუხო გოლით, შემდეგ კი "ფიორენტინას" მოუგო გასვლაზე. ყოველივე ამის შემდეგ "კიევოსთან" საშინაო მარცხი ვერავითარ ლოგიკაში ვერ ჯდება.

"რომა" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მისთვის ამ პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სამი ქულა მეხუთე ადგილის შენარჩუნებას და პოზიციების გამყარებას ნიშნავდა, რაც ევროსაგზურის მოპოვების კუთხით, რომაული გუნდისთვის იტალიის თასის ფინალში შესაძლო მარცხის დაზღვევადაც შეგვეძლო განგვეხილა. თუმცა აურელიო ანდრეაცოლის შეგირდებმა უშედეგოდ უტიეს მთელი 90 წუთის განმავლობაში და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ სულაც გოლი გაუშვეს.

იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ "კიევოსთან" მარცხი განაჩენია ანდრეაცოლისთვის და თუ აქამდე კიდევ ჰქონდა მცირე შანსი პოსტის შესანარჩუნებლად, დღეს უკვე არავითარი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ფაქტია, სენიორ აურელიომ ვერაფრით აღმოფხვრა ზდენეკ ზემანის დროიდან მოყოლებული არასტაბილურობის პრობლემა, ამის გარეშე კი სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი გამორიცხულია.

აურელიო ანდრეაცოლი (რომა): "ვფლობდით უპირატესობას და უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში, აუცილებლად მოვიგებდით. მთლიანობაში, დაცვის გარჯით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ბოლოს ყურადღების მოდუნება არაფრით არ შეიძლებოდა. მატჩის წინ შეგირდებს მუდმივად იმას ვუმეორებდი, რომ ვერონელები კონტრშეტევაზე სახიფათონი არიან, მაგრამ სადღაც მაინც დავუშვით შეცდომა. რა გაეწყობა, წინ კიდევ ორი თამაში და პლუს, თასის ფინალია, სადაც საკუთარი შესაძლებლობები სრულად უნდა წარმოვაჩინოთ".

"მილანის" გასეირნება
"მილანი" "პესკარას" ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. ლომბარდიელებმა "დელფინთა" კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს, რომელთაგან ორი მარიო ბალოტელის, თითო კი მატია ფლამინისა და სალი მუნტარის ანგარიშზეა.

"როსონერის" ამ გამარჯვებამ საბოლოოდ მოსპო ყველანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურს. მიუხედავად იმისა, რომ თეორიული შანსი ფლორენციელებს ჯერ კიდევ აქვთ, აშკარაა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო სეზონშიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში იასპარეზებს... თუმცა იქნება თუ არა "მილანი" მომდევნო სეზონშიც მასიმილიანო ალეგრის, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღება ბოლო ტურამდე არ უნდა მოვადუნოთ. შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ სეზონის ფინიშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდით. ვრჩები თუ არა "როსონერის" მთავარ მწვრთნელად? - ეს მხოლოდ სილვიო ბერლუსკონის გადასაწყვეტია".

რომა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 თერეუ (90).

პესკარა-მილანი 0:4
გოლები: 0:1 ბალოტელი (9-პენ.), 0:2 მუნტარი (33), 0:3 ფლამინი (51), 0:4 ბალოტელი (57).
პესკარა (4-2-3-1): პერინი - ძანონი, კოსიჩი, კაპუანო, ბალცანო - ტონი, რიცო - დი ფრანჩესკო, კაშონე (75. მანინი), სკული (46. სელიკი) - სფორცინი.
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, იეპესი, საპატა, კონსტანტი - ნოჩერინო, ფლამინი (59. ტრაორე), მუნტარი - ნიანგი (63. პაცინი), რობინიო (73. ელ შაარავი), ბალოტელი.
გაფრთხილება: რიცო (პესკარა).
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 3-10(0-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატალანტა-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 მატრი (18).
ატალანტა (3-5-1-1): კონსილი - სკალონი, სტენდარდო, კანინი - კარმონა (69. მორალესი), რაიმონდი (6. ჯორჯი), ბიონდინი, ჩიგარინი, დელ გროსო (79. პარა) - ბონავენტურა - დენისი.
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - კასერესი, მარონე, კიელინი - ოსლა, პადოინი (69. ვიდალი), პირლო, ჯაკერინი, დე ჩელიე (75. პელუზო) - კვალიარელა (68. ანელკა), მატრი.
გაფრთხილება: სტენდარდო, ჩიგარინი, ჯორჯი - პირლო.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-10(3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 22 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლონია-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ჰამშიკი (53), 0:2 კავანი (63-პენ.), 0:3 ჯემაილი (67).
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი - მოტა, სორენსენი, დე კარვალიო (82. ნალდო), მორლეო - პერესი (55. პაციენცა), ტაიდერი - კონე (67. მოსკარდელი), დიამანტი, ხრისტოდოლოპულოსი - ჯილარდინო.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - როლანდო, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ჯემაილი, ბერამი (23. ინლერი), ცუნიგა - ჰამშიკი (78. ელ ქადური) - ინსინიე (69. პანდევი), კავანი.
გაფრთხილება: პერესი, კონე, დიამანტი, ჯილარდინო - ბრიტოსი, ჯემაილი.
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11-8(3-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კალიარი-პარმა 0:1
გოლი: 0:1 როზი (80).
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, როსეტინი, არიაუდო, მურუ - ნაინგოლანი (83. ეკდალი), კონტი, დესენა (70. ერიკსონი) - რიბეირო, ნენე (63. საუ), იბარბო.
პარმა (4-3-3): მირანტე - როზი, პალეტა, კოდა, გობი - პაროლო, ვალდესი (68. ამპუერო), გალოპა (55. მარკიონი) - ბელფოდილი (79. პალადინო), ბიაბიანი, ამაური.
გაფრთხილება: გობი (პარმა).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12-9(6-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 000

ინტერი-ლაციო 1:3
გოლები: 0:1 ფლოკარი (22), 1:1 ალვარესი (33), 1:2 ერნანესი (45-პენ.), 1:3 ონაზი (77).
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ჯონატანი (75. ბენასი), რანოკია (53. პაზა), ჟუან ჟესუსი, პერეირა - კამბიასო, კუზმანოვიჩი (80. გარიტანო), კოვაჩიჩი - გუარინი, ალვარესი - როკი.
ლაციო (4-4-2): მარკეტი - კონკო, ცანა, დიასი (46. სიანი), რადუ - კანდრევა, ლედესმა (60. ონაზი), ერნანესი, ლულიჩი - ფლოკარი (60. გონსალესი), კლოზე.
გაფრთხილება: რანოკია, ჟუან ჟესუსი, პერეირა - ლედესმა.
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-7(8-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-უდინეზე 2:3
გოლები: 0:1 მურიელი (10), 1:1 მიკოლი (34-პენ.), 1:2 ანჯელა (64-პენ.), 2:2 ერნანდესი (81), 2:3 ბენეტია (83).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა - ფაურლინი (78. რიოსი), მორგანელა, ბარეტო, კურტიჩი (67. ერნანდესი), დოსენა (71. გარსია) - ილიჩიჩი, მიკოლი.
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, ანჯელო, ერუ - ბასტა, პერეირა, ალანი, ბადუ - გაბრიელ სილვა, მურიელი (90. რანიჯი) - დი ნატალე (68. ზელინსკი).
გაფრთხილება: არონიკა, მორგანელა, ბარეტო, ფაურლინი, დოსენა - ბადუ.
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-11(4-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 000

სამპდორია-კატანია 1:1
გოლები: 1:0 დე სილვესტრი (24), 1:1 სპოლი (68).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - გასტალდელო, პალომბო, კასტელინი - რენანი, დე სილვესტრი, ობიანგი, პოლი (87. მუნარი), ესტიგარიბია - ედერი (62. სანსონე), მაქსი ლოპესი.
კატანია (4-3-3): ფრიზონი - ისკო, სპოლი, როლინი, მარკეზე - ბიაჯანტი, ალმირონი, ლოდი (79. კეკო) - ბარიენტოსი, გომესი, ბერგესიო (90. კანი).
გაფრთხილება: დე სილვესტრი - როლინი, მარკეზე, ალმირონი, კეკო.
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-2(6-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 000

სიენა-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 გონსალო (14).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ტეიშეირა, ტერლიცი, ტერცი - ანჯელო (81. სესტუ), კალელო, ბოლცონი (54. როზინა), ვერგასოლა, რუბინი - რეჯინალდო (64. ბოგდანი), ემეგარა.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - სავიჩი, გონსალო, კომპერი - პასკუალი, ფერნანდესი (73. რომულო), მილიაჩო, ბორხა ვალერო, კუადრადო - იოვეტიჩი (82. ტონი), ლარონდო (61. ელ ჰამდაუი).
გაფრთხილება: ტეიშეირა, ტერლიცი, ტერცი, კალელო, ვერგასოლა, როზინა - კომპერი, მილიაჩო.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-13(1-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 11 000

ტორინო-ჯენოა 0:0
ტორინო (5-3-2): ჟილე - გლიკი, დარმიანი, ოგბონა, როდრიგესი, დამბროზიო (54. ბირსა) - ბაშა, ბრიგი, ვივესი - ჩერჩი (58. ბარეტო), ბიანკი (65. მეჯორინი).
ჯენოა (5-3-2): ფრეი - კასანი (46. გრანკვისტი), მანფრედინი, პორტანოვა, მორეტი, ანტონელი - მათუზალემი, კუჩკა (70. ტოზცერი), მ. რიგონი - ბერტოლაჩი, ბორიელო (73. ფლორო ფლორესი).
გაფრთხილება: მანფრედინი, გრანკვისტი (ჯენოა).
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-2(2-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 18 000

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 27 - კავანი (ნაპოლი); 20 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი), ოსვალდო (რომა); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო).

მომდევნო ტური

11 მაისი:
ლაციო-სამპდორია, იუვენტუსი-კალიარი;

12 მაისი:
უდინეზე-ატალანტა, ჯენოა-ინტერი, ფიორენტინა-პალერმო, კატანია-პესკარა, ნაპოლი-სიენა, კიევო-ტორინო, პარმა-ბოლონია, მილანი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXVI ტურის წინ: ჩემპიონი ვიცით, რა დარჩა გასარკვევი?
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფორცა იუვეეე! გაისად ბაიერნსაც დედას მოვუხნავთ!
შაკო
15:22 09-05-2013
0
იუვეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!
del piero 10
14:19 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული