დიდი ალბათობით, ბოლო ტურამდე მხოლოდ ევროპალიგის საგზურთა ინტრიგა მიატანს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ინტერესს "ლაციოს", "რომას" და "უდინეზეს" მატჩები იწვევს. მით უმეტეს, "რომას" "მილანთან" უწევს შეჭიდება, ეს პაექრობა კი ცენტრალურად უნდა მივიჩნიოთ...
წყალშემდგარი მწვრთნელები
მართალია, "მილანს" ბევრი არაფერი უკლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ბუნებრივია, ლომბარდიელები სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. მასიმილიანო ალეგრი ჩვეულ ტაქტიკას: 4-3-3-ს ამზადებს, სადაც ცენტრფორვარდის
დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაშია "რომას" მთავარი მწვრთნელი აურელიო ანდრეაცოლი, რომლის "რომაც" ისევე არასტაბილურად ასპარეზობს, როგორც ზდენეკ ზემანის. მოკლედ, სენიორ აურელიომ ვერ აღმოფხვრა პრობლემა და დიდი ალბათობით, ზაფხულში პოსტის დატოვება მოუწევს. თუმცა, ანდრეაცოლი იხტიბარს არ იტეხს, გამუდმებით სწორ კურსზე საუბრობს და უახლოეს მეტოქესაც ემუქრება. "მილანის" არ იყოს, "რომაც" 4-3-3 სქემით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი
ერიკ ლამელა, ფრანჩესკო ტოტი და პაბლო ოსვალდი იმოქმედებენ. მოკლედ, ორივე გუნდი შეუტევს და წესით, კარგი თამაში უნდა გაჩაღდეს.
მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "სეზონის ფინიშს კარგ ფორმაში შევხვდით და ბოლო მატჩებიც აღმაფრენით უნდა ჩავატაროთ. "რომა" "სან სიროზე" ტრადიციულად კარგად თამაშობს და წესით, ძალიან საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ. მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ინტრიგამ ბოლო ტურამდე გადაიწიოს - მესამე ადგილი ამ უქმეებზე უნდა დავიბევოთ".
აურელიო ანდრეაცოლი (რომა): "ბევრს ჰგონია, რომ ფიქრებით ჩვენ უკვე იტალიის თასის ფინალზე ვართ, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. გვსურს ევროპის ლიგის საგზური ჩემპიონატიდან მოვიპოვოთ და ფინალში მხოლოდ ტროფეისთვის ვიბრძოლოთ. "მილანი" ფავორიტია, მაგრამ "რომას" რომ ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა შეუძლია, ახალი არაა. შევუტევთ, ვიბრძოლებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, დე შილიო - ფლამინი, მუნტარი, ნოჩერინო - ბოატენგი, ელ შაარავი, ბალოტელი.
რომა (4-3-3): ლობონტი - ტოროსიდისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, დე როსი, ფლორენცი - ლამელა, ტოტი, ოსვალდო.
სატურნირო ინტრიგა
იმ გუნდებზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებსაც სატურნირო მოტივაცია ამოძრავებთ და გარკვეული მიზნები აქვთ გადასაჭრელი... ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "რომას" უშუალო კონკურენტები "ლაციო" და "უდინეზე" არიან. "ბიანკოჩელესტე" "სამპდორიას" მიიღებს და შეეცდება მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვოს. ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა წინა ტურში "ინტერი" გააკრეს ბეჭებზე (3:1), იმის წინ კი "ბოლონიას" გამოუყვანეს წირვა (6:0). მოკლედ, სეზონის ფინიშზე "არწივებმა" ფრთები აუშვეს და გენუელებთანაც ფავორიტად ითვლებიან.
ფრთების აშვება ფრიულელებმა რომ იციან, ისეთი უნდა - ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდს ზედიზედ ექვსი მატჩი აქვს მოგებული და მეშვიდეს ეშურება. მისია შესრულებადია, რადგან "უდინეზეს" არა რომელიმე გრანდი, არამედ ბერგამოს "ატალანტა" სტუმრობს. ანტონიო დი ნატალე და ლუის მურიელი "ნერაძურის" წყვილში შეუტევენ და წესით, ბევრი პრობლემაც უნდა შეუქმნან. ტოტო დი ნატალე ირწმუნება, რომ მისი გუნდი ევროპის ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებს:
"ყველაფერი ამ უქმეებზე გადაწყდება, ჩვენ მეხუთე პოზიციას დავიბევებთ და ევროტურნირის საგზურს მოვიპოვებთ. სეზონი მძიმედ დავიწყეთ და ვერავინ იფიქრებდა თუ ფინიშზე ასეთ პოზიციაზე ვიქნებოდით. ეს ფრანჩესკო გვიდოლონის დამსახურებაა, უდაოდ გენიალური მწვრთნელის".
"პალერმო" ხავსს ეჭიდება და "ფიორენტინასთან" შეხვედრაში შეეცდეება, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვოს. სულ რომ მოუგონ სიცილიელებმა ტოსკანელებს, "ჯენოაზე" არიან დამოკიდებულნი, რომელიც უახლოეს მდევარს მთელი ოთხი ქულით უსწრებს. გენუური გუნდი "ინტერს" უმასპინძლებს და თუ მილანელთა დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ფავორიტად სწორედ საპორტო ქალაქის გუნდი შევრაცხოთ. მით უმეტეს, "ჯენოას" უდიდესი მოტივაცია ამოძრავებს, მაშინ, როდესაც "ნერაძურის" აღარც დასაკარგი აქვს რამე და ვერც ვერაფერს მოიპოვებს. მოკლედ, გადარჩენისთვის ბრძოლაში "ჯენოა" აშკარა ფავორიტია, მაგრამ მოვლენათა წინ გასწრება, მაინც არ ივარგებს.
სერია A. XXXVII ტური
11 მაისი
იუვენტუსი-კალიარი 20.00
დისკვალიფიკაცია: პოგბა, პირლო (იუვენტუსი).
ტრავმა: ბუფონი, ბარცალი, ასამოა, ბენდტნერი, პეპე - პიზანო.
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +16=8-4, (46-26)
კატანია-პესკარა 22.45
დისკვალიფიკაცია: როლინი - რიცო.
ტრავმა: შაკა, კაპუანო, ალვარესი - დაგოსტინო, მოდესტო, ვეისი, კუინტერო, კაპრარი, პელიცოლი.
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=2-2, (15-7)
12 მაისი
კიევო-ტორინო 14.30
დისკვალიფიკაცია: პაპი, ლუსიანო (კიევო).
ტრავმა: სპიროპულოსი, პელისიერი, პალოსკი - სტევანოვიჩი, დიოპი, სანტანა.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=6-7, (19-21)
ფიორენტინა-პალერმო 14.30
დისკვალიფიკაცია: ლიაიჩი - ბარეტო.
ტრავმა: აკვილანი, სისოკო, კამპორეზე (ფიორენტინა).
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=3-9, (20-24)
ჯენოა-ინტერი 14.30
დისკვალიფიკაცია: პერეირა, ჟუან ჟესუსი (ინტერი).
ტრავმა: როზი, ოლივერა, ფერონეტი - ჯონატანი, რანოკიოა, ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, სტანკოვიჩი, პალასიო, მბაიე, გარგანო, სამუელი, სილვესტრი, ძანეტი.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +3=4-11, (19-37)
ლაციო-სამპდორია 17.00
ტრავმა: ედერსონი, ბროკი, მაური - კრსტიჩიჩი, კოსტა.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +16=6-8, (48-35)
ნაპოლი-სიენა 17.00
დისკვალიფიკაცია: როზინა (სიენა).
ტრავმა: კამპანიარო, ბერამი - მატეუ.
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=4-5, (18-14)
უდინეზე-ატალანტა 17.00
დისკვალიფიკაცია: სტენდარდო, ჩიგარინი (ატალანტა).
ტრავმა: ლაძარი - ბუდანი, კაცოლა, რაიმონდი, მარილუნგო, ბრიენცა.
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +12=10-8, (35-25)
პარმა-ბოლონია 20.00
დისკვალიფიკაცია: გობი - ჯილარდინო, პერესი, კონე.
ტრავმა: სანსონე, მესბა - კერუბინი, კურჩი, ანტონსონი, კარვალიო.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=9-9, (25-24)
მილანი-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).
ტრავმა: დე იონგი, ბოიანი, ანტონინი, მონტოლივო, ბონერა - სტეკელენბურგი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +15=13-13, (50-52)
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.
ბომბარდირები: 27 - კავანი (ნაპოლი); 20 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი), ოსვალდო (რომა); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"