"ბებერი ქალბატონი" მზადაა 25 წლის არგენტინელ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვით წელიწადში 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
ადრე "იუვენტუსს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება სურდა, რომელიც ამჟამად პსჟ-ის ღირსებას იცავს, თუმცა შვედმა ფორვარდმა საკმაოდ მაღალი ხელფასი მოითხოვა.
აქვე გეტყვით, რომ ტურინელებს იგუაინის ტრანსფერი სავარაუდოდ 25 მილიონი ევრო დაუჯდება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით