სერია A. XXXVII ტური: "მილანმა" ცხოვრება გაირთულა [VIDEO]

AutoSharing Option
"იუვემ" "კალიარის" ქულები გაუყო, მაგრამ ამან ვერაფერი დააკლო დაგვიანებულ ფიესტას... ნამატჩევს "იუვენტუს არენაზე" კიდევ ერთხელ მოეწყო ზეიმი, ამჯერად უფრო აკადემიური, თასის აღმართვით და ფეიერვერკით.

"სან სიროზე" ტურის ცენტრალური მატჩი შედგა: "მილანმა" "რომას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა. ამაში ლომის წილი სალი მუნტარიმ დაიდო, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გააძევეს მოედნიდან. ამრიგად, "მილანმა" ვერ გაინაღდა მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ძამპარინი: ჩვენ დავბრუნდებით!
ბოლო ტური ფორმალობად იქცა ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან სერია B-ში "პესკარა", "სიენა" და "პალერმო" იასპარეზებენ. დიახ, "პალერმო", რადგან გასულ უქმეებზე, სიცილიელებს გადარჩენის ბოლო იმედი გადაეწურათ.

კუნძულელები ფლორენციაში ჩავიდნენ, მოტივირებულ "ფიორენტინას" ეთამაშნენ და რა გასაკვირია, რომ დამარცხდნენ. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მასპინძელთაგან ლუკა ტონიმ გაიტანა, რომელმაც სწორედ "პალერმოში" ასპარეზობით გაითქვა სახელი. ეს იყო მარცხი, რომელმაც სიცილიელები ქვედა ლიგაში გაისტუმრა - სერია B უცნაური ტურნირია, ამბობენ, რომ ჩათრევა იცის და იქიდან ამოძრომა ურთულესი საქმეაო, მაგრამ "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ოპტიმიზმს ინარჩუნებს:

"ურთულესი სეზონი იყო, რომელიც ცუდად სრულდება. თუმცა, ასეთია ფეხბურთი და ვერაფერს შევცვლით. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმით ვარ აღსავსე და მჯერა, რომ ელიტაში მალე დავბრუნდებით. ეს წარუმატებლობა გაკვეთილი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მწვრთნელ-ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და მთავარიც ესაა".

"პალერმოს" მორიგმა მარცხმა საბოლოოდ ამოასუნთქა "ჯენოა" და "ტორინო", თუმცა წესით და რიგით, არც ტურინელებს და არც გენუელებს დიდად საზეიმოდ არ უნდა ჰქონდეთ საქმე. განსაკუთრებით ეს "ჯენოაზე" ითქმის, გუნდზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. თუ გენუელებმა სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურეს და გუნდი რაღაცას არ დაამსგავსეს, მომდევნო სეზონში კვლავაც გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ინტრიგა ბოლომდე

ბოლო ტურამდე მიატანა ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლამ. ევროპის რანგით მეორე საერთაშორისო ტურნირზე იტალიას სამი გუნდი გაჰყავს და აქედან ერთი თასის ფინალმა უნდა გამოავლინოს. ანუ რომაული გუნდებიდან ერთ-ერთი ევროპის ლიგაზე აუცილებლად იასპარეზებს და შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ორივემ მოიპოვოს ევროსაგზური. ეს ყველაფერი სერია A-ს ბოლო ტურზე და ხსენებულ თასის ფინალზეა დამოკიდებული.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ევროპალიგის ერთი საგზური "ფიორენტინას" ეკუთვნის, რადგან ამ გუნდს მეოთხე ადგილში ვერავინ შეეცილება. კიდევ ერთ საგზურს მეხუთე ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს და ამ დროისთვის ამ პოზიციაზე "უდინეზეა" გამაგრებული. ფრიულელებმა "ატალანტას" უმასპინძლეს და როგორც მოსალოდნელი იყო, მოიგეს.

უდინელთა მიჯრით მეშვიდე გამარჯვება დიდწილად ანტონიო დი ნატალეს დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა და რთული თამაში შეატრიალა თავისი გუნდის სასარგებლოდ. მოკლედ, ფრიულელებმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს და თუ ბოლო ტურში "ინტერს" დაამარცხებენ, მომდევნო სეზონში ევროპის ლიგის გათამაშებაში იასპარეზებენ.

"უდინეზეს" კუდში უდგას "ლაციო", რომელმაც თავის მხრივ "სამპდორია" დაამარცხა და კონკურენტს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. რომაელთაგან პირველი გოლი სერჯო ფლოკარიმ გაიტანა, მეორე კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ანტონიო კანდრევამ. "არწივებმა" მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში და მეხუთე ადგილზე ასვლის საკმაოდ რეალურ შანსს ინარჩუნებენ.

დღევანდელი "ინტერი" მრისხანებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საკუთარ კედლებში ნამდვილად შეუძლია, "უდინეზეს" ქულები აართვას, რაც სწორედ "ბიანკოჩელესტეს" წისქვილზე დაასხამს წყალს. მოკლედ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ამავე აზრზეა "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი:

"ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ევროტურნირის საგზურამდე ისევე შორია, როგორც ნახევარი წლის წინ. ბოლო თამაში მოსაგები გვაქვს, რისი გაკეთებაც ურთულესი იქნება. თუმცა, არ იფიქროთ, პესიმიზმით ვიყო შეპყრობილი - პირიქით, მჯერა ჩემი შეგირდების და ვიცი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. წინ სეზონის უმთავრესი მატჩია, რომელსაც იდეალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ".

სერია A. XXXVII ტური

იუვენტუსი-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 იბარბო (12), 1:1 ვუჩინიჩი (61).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარცალი (58. კასერესი), ბონუჩი, კიელინი - ისლა, ვიდალი, მარონე, მარკიზიო, ჯაკერინი - ჯოვინკო (52. ვუჩინიჩი), მატრი (71. კვალიარელა).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო (54. კოსუ), როსეტინი, ასტორი (65. ერიკსონი), მურუ (53. დელ ფაბრო) - ეკდალი, კონტი, დესენა - ნაინგოლანი - პინილია, იბარბო.
გაფრთხილება: კიელინი (იუვენტუსი).
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-8(5-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 39 000

კატანია-პესკარა 1:0
გოლი: 1:0 გომესი (52).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, სპოლი, ლეგროტალიე (24. ბიაჯანტი), კაპუანო - ისკო, ალმირონი (72. კასტრო), ლოდი - ბარიენტოსი (90. სალიფუ), გომესი, ბერგესიო.
პესკარა (4-2-3-1): პერინი - ძანონი, კოსიჩი, კაპუანო, ბალცანო (73. ძაური) - ტონი, ბლაზი (82. იანასკოლი) - დი ფრანჩესკო, ბარნასონი, ბოკეტი - სფორცინი.
გაფრთხილება: ბელუში - კოსიჩი, ბოკეტი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 26-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17-6(5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 13 000

კიევო-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 თერეუ (10), 1:1 ჩერჩი (19-პენ.).
კიევო (5-3-2): პუჯონი - დაინელი (46. ცეზარი), სარდო, ანდრეოლი, ფრეი, ვაჩეკი - სამპირიზი (58. ჰეტემაი), სეიმური, კოფიე - თერეუ (82. სოვე), სტოიანი.
ტორინო (5-3-2): ჟილე - მაზიელო, დარმიანი, ოგბონა, როდრიგესი, დი ჩეზარე - ბაშა, ბრიგი, ვივესი - ჩერჩი (86. ჯონატასი), ბარეტო (80. მეჯორინი).
გაფრთხილება: კოფიე, სეიმური, ცეზარი - ვივესი.
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-11(3-6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 11 000

ფიორენტინა-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 ტონი (41).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - სავიჩი, გონსალო, რონკალია - პასკუალი, ფერნანდესი, ფერნანდესი, ბორხა ვალერო (83. რომულო), კუადრადო - იოვეტიჩი, ტონი (72. მილიაჩო).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, დონატი, მუნიოსი - ფაურლინი (78. სანსევერინო), მორგანელა, რიოსი (56. ვიოლა), კურტიჩი, გარსია - ერნანდესი (65. მიკოლი), დიბალა.
გაფრთხილება: სავიჩი - ფაურლინი, კურტიჩი, გარსია, ვიოლა.
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 14-13(6-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 28 000

ჯენოა-ინტერი 0:0
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი, პორტანოვა, ანტონელი - მ. რიგონი, მათუზალემი, ვარგასი (90. მორეტი) - ბერტოლაჩი - ფლორო ფლორესი (75. კუჩკა), ბორიელო (86. იმობილე).
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია (77. შპენდჰოფერი), კამბიასო, პაზა - სკელოტო, კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი, ნაგატომო - გუარინი (83. ბენასი), ალვარესი (60. კასანო) - როკი.
გაფრთხილება: მათუზალემი - გუარინი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 10-6(4-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 25 000

ლაციო-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 ფლოკარი (11), 2:0 კანდრევა (90-პენ.).
ლაციო (4-4-2): მარკეტი - გონსალესი, ცანა, ბიავა, რადუ (63. დიასი) - კანდრევა, ონაზი, ერნანესი (51. ლედესმა), ლულიჩი - ფლოკარი (87. კოზაკი), კლოზე.
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - გასტალდელო, მუსტაფი, როსინი - როდრიგესი, მუნარი (61. რენანი), მარესკა, პოლი (71. ობიანგი), პოულსენი (46. ბერარდი) - სანსონე, იკარდი.
გაფრთხილება: ფლოკარი - მუსტაფი, როდრიგესი, მარესკა.
გაძევება: ბერარდი (90. სამპდორია).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-9(7-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 32 000

უდინეზე-ატალანტა 2:1
გოლები: 0:1 დე ლუკა (10), 1:1 დი ნატალე (42), 2:1 დი ნატალე (52).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა (56. ბადუ), პინცი, ალანი, გაბრიელ სილვა - პერეირა, მურიელი (62. ზელინსკი) - დი ნატალე (89. რანიჯი).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი, კანინი, დელ გროსო - ჯორჯი (54. ტროიზი), კარმონა, რადოვანოვიჩი (70. პალმა), მორალესი (57. ბონავენტურა) - დე ლუკა - პარა.
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (ატალანტა).
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 18-7; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-10(6-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-სიენა 2:1
გოლები: 0:1 გრილო (36), 1:1 კავანი (73), 2:1 ჰამშიკი (90).
ნაპოლი (3-4-1-2): როზატი - როლანდო, კანავარო, გრავა (57. ინსინიე) - მესტო, ჯემაილი, ინლერი, არმერო - ელ ქადური (78. პანდევი) - კალაიო (63. ჰამშიკი), კავანი.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ტერლიცი, ტერცი - ვიტიელო (65. ანჯელო), კალელო, დელა როკა, გრილო - აგრა (79. რეჯინალდო), ბოლცონი - ემეგარა (68. პაოლუჩი).
გაფრთხილება: ინსინიე (ნაპოლი).
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 18-6; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 18-10(10-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 39 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარმა-ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ტაიდერი (6), 0:2 მოსკარდელი (76).
პარმა (4-3-3): მირანტე - როზი, პალეტა, ლუკარელი, ბენალუანი (46. მესბა) - პაროლო (83. მორონე), მარკიონი, ამპუერო (69. პალადინო) - ბელფოდილი, ბიაბიანი, ამაური.
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი - გარიჩი, სორენსენი, ნალდო, მორლეო - კრჰინი, ტაიდერი - პასკუატო (60. მოსკარდელი), დიამანტი (86. გუარენტე), ხრისტოდოლოპულოსი - გაბიადინი (75. აბერო).
გაფრთხილება: მარკიონი, მესბა - გარიჩი, ნალდო, მორლეო.
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 11-23; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12-6(7-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000

მილანი-რომა 0:0
მილანი (4-3-3): აბიატი – დე შილიო, მექსე, საპატა, კონსტანტი - ამბროზინი, ფლამინი (80. პაცინი), მუნტარი – ბოატენგი (78. ნოჩერინო), ელ შაარავი (71. რობინიო), ბალოტელი.
რომა (3-4-2-1): ლობონტი – მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი – მარკინიო (73. ფლორენცი), პეროტა (70. პიანიჩი), ბრედლი, დოდო - ლამელა, ტოტი – ოსვალდო (81. დესტრო).
გაფრთხილება: ამბროზინი, ბალოტელი, კონსტანტი – ბურდისო, დოდო.
გაძევება: მუნტარი - ტოტი.
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-13(4-7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 75 000

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 28 - კავანი (ნაპოლი); 22 – დი ნატალე (უდინეზე); 16 – ელ შაარავი (მილანი), ოსვალდო (რომა); 15 – დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო).

მომდევნო ტური

19 მაისი:
ტორინო-კატანია, ატალანტა-კიევო, პესკარა-ფიორენტინა, ბოლონია-ჯენოა, სამპდორია-იუვენტუსი, კალიარი-ლაციო, სიენა-მილანი, რომა-ნაპოლი, პალერმო-პარმა, ინტერი-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A-დან "პესკარა", "სიენა" და "პალერმო" გავარდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული