"იუვენტუსი": 25 მილიონი გონსალო იგუაინის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ტურინში აღარ მალავენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "იუვენტუსის" პრიორიტეტული სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება. 25 წლის არგენტინელი ფორვარდი "რეალიდან" აბარგებას აპირებს და როგორც ამბობენ, იტალიაში გადასვლის წინააღმდეგი არაა. ერთი ეგაა, რომ მადრიდელები გონსალოში საკმაოდ სოლიდურ თანხას, 30 მილიონ ევროს ითხოვენ და შესაბამისად, შეთანხმება ერთი ხელის მოსმით ვერ შედგება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მოლაპარაკების პირველ რაუნდში ტურინელებმა ესპანელებს 22 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. თუმცა იტალიელები დანებებას არ აპირებენ და თანხის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ. ჩვენი აპენინელი კოლეგების მტკიცებით, "იუვეს"
მესვეურები მადრიდელებს 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ... თანხების დასახელებისგან ტურინული გრანდის სპორტული დირექტორი თავს იკავებს, მაგრამ მოლაპარაკებას ადასტურებს - მოვუსმინოთ ჯუზეპე მაროტას:

"ანტონიო კონტეს გონსალო იგუაინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვს და შესაბამისად, მის გადასაბირებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მოლაპარაკება მიმდინარეობს და წესით, წარმატებით უნდა დასრულდეს. თუმცა დღეს სატრანსფერო ფასსა და ხელფასის ოდენობაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. უმჯობესია, სეზონის დასრულებას დაველოდოთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსმა" გონსალო იგუაინთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული