ვინჩენცო მონტელა "სიენას" ჰიმნს იმღერებს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ყველაზე დიდი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის ბედს უკავშირდება - ამ დროისთვის მესამე ადგილზე "მილანია", მაგრამ მდევარ "ფიორენტინას" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ანუ, თუ უკანასკნელ ტურში ლომბარდიელები "სიენასთან" ქულებს დაკარგავენ, ხოლო "ვიოლა" "პესკარას" დაამარცხებს, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე სწორედ ფლორენციული გუნდი გავა. "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ჟურნალისტებთან გასაუბრება გადაწყვიტა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული სეზონი გამოდგა, რომლითაც, მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. თუმცა კიდევ უფრო კმაყოფილი და სულაც ბედნიერი ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს
მოვიპოვებთ. ამისთვის ჩვენი გამარჯვება და "მილანის" წაფორხილებაა საჭირო. თუ "როსონერიმ" ქულები დაკარგა და ლიგაზე ჩვენ გავედით, პირობას ვდებ, რომ "სიენას" ჰიმნს ვისწავლი და სახალხოდ ვიმღერებ. მჯერა, რომ მესამე ადგილზე ასვლა რეალურია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული