სერია A. XXXVIII ტურის წინ: "მილანი" თუ "ფიორენტინა"?

AutoSharing Option
ერთი ტურიც და სერია A-ს მორიგი გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. "იუვენტუსი" ჩემპიონია, "ნაპოლი" ვიცე-ჩემპიონი და შესაბამისად, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებენ.

ვიცით გავარდნილი გუნდების ვინაობაც, თუმცა გასარკვევი ჯერ კიდევ დარჩა - ამ უქმეებზე, ევროსაგზურები გადანაწილდება...

მილანი თუ ფიორენტინა?
ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს თუ ვის დარჩება ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზური... "მილანი" "სიენას" ესტუმრება, "ფიორენტინა" "პესკარას" და სწორედ ამ პაექრობებში გადაწყდება ყველაფერი. თუ "როსონერი" ტოსკანაში ქულებს დაკარგავს, ხოლო "ვიოლა" "დელფინებს" დაამარცხებს, მესამე ადგილი სწორედ ფლორენვიელებს დარჩებათ, სხვა შემთხვევაში კი ჩემპიონთა
ლიგაზე "მილანი" იასპარეზებს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოახლოებული ჯახისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რაზეც მწვრთნელის სიტყვები მეტყველებს: "წინ სეზონის უმთავრესი მატჩია, რომლისთვისაც დიდი სამზადისი გვაქვს. ყველაფერი ჩვენ ხელშია და არც კი ვუშვებ იმას, რომ შეიძლება ვერ მოვიგოთ. "მილანმა" დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა და მესამე ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ალეგრი ექსპერიმენტებისგან თავს შეიკავებს და შეტევაში ნაცად ტრიოს გაამწესებს სტეფან ელ შაარავის, კევინ პრინს ბოატენგის და მარიო ბალოტელის შემადგენლობით.

იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ "ფიორენტინას", რომელიც აუტსაიდერ "პესკარას" გაეჯიბრება. "დელფინებმა" სეზონი მთლიანად ჩააგდეს, ბოლო ტურებში კი მეტოქეებს ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ. ვინჩენცო მონტელა შეგირდებს მობილიზებისკენ მოუწოდებს:

"მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვავნოთ საკუთარ თავს და ამიტომ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და დანარჩენს უკვე სატურნირო ცხრილიდან გავიგებთ. შესანიშნავ სეზონს შესაბამისი აკორდით დასრულება სჭირდება".

ევროპალიგისთვის
გუნდების სახელებს თუ გავითვალისწინებთ, ტურის ცენტრალური შეხვედრა დედაქალაქში გაიმართება, სადაც "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. თუმცა, მეორე მხრივ - აღნიშნული მატჩი არავითარ სატურნირო ინტრიგას არ ატარებს...

ნეაპოლელებს მეორე ადგილი გარანტირებული აქვთ, რომაელები კი მეხუთე ადგილს ვეღარ შესწვდებიან და ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ თასის გათამაშება რჩებათ. მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც დიდ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ ვალტერ მაცარის ნეაპოლიდან რომში გადაბარგების შესახებ.

მეხუთე ადგილისა და შესაბამისად, ევროპალიგის საგზურისთვის ერთმანეთს "ლაციო" და "უდინეზე" ეჯიბრებიან. "ბიანკოჩელესტე" "კალიარისთან" იპაექრებს, ფრიულელებს კი "ინტერთან" გასვლაზე მოუწევთ ჭიდილი. ბოლო ტურის წინ, მეხუთე ადგილი "უდინეზეს" უკავია, მაგრამ თუნდაც განახევრებულ და დაბეჩავებულ "ინტერთან" გამარჯვება არ უნდა იყოს მარტივი - ასე რომ, წინ საინტერესო ბატალიები გველის.

სერია A. XXXVIII ტური

18 მაისი
სამპდორია-იუვენტუსი 22.45
დისკვალიფიკაცია: რენანი - პოგბა.
ტრავმა: სილვესტრი, კოსტა, როსინი, კრსტიჩიჩი - ბენდტნერი, ასამოა, ბარცალი, პეპე.
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +5=9-13, (22-38)

19 მაისი
ატალანტა-კიევო 17.00
ტრავმა: ბუდანი, კაცოლა, რაიმონდი, მარილუნგო, ბრიენცა - უიკანი, სპიროპულოსი, პელისიერი, პალოსკი.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +4=7-9, (16-23)

ბოლონია-ჯენოა 17.00
ტრავმა: კერუბინი, კურჩი, ანტონსონი, კარვალიო, ხრისტოდოლოპულოსი - როსი, ხორკერა, ოლივერა, ფერონეტი, ბოვო.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=2-5, (16-19)

რომა-ნაპოლი 22.45
დისკვალიფიკაცია: ტოტი, გუბერტი - ინსინიე.
ტრავმა: სტეკელენბურგი - კამპანიარო.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +5=8-12, (31-49)

კალიარი-ლაციო 22.45
ტრავმა: პიზანო, მურუ, პერიკო, კაბრერა, არიაუდო - რადუ, ბროკი, სიანი, მაური, ონაზი, ერნანესი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=9-7, (46-28)

ინტერი-უდინეზე 22.45
ტრავმა: კასანო, კივუ, კონატანი, ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, სტანკოვიჩი, მბაიე, გარგანო, სამუელი, სილვესტრი, ძანეტი (ინტერი).
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +20=9-10, (50-42)

პალერმო-პარმა 22.45
დისკვალიფიკაცია: კურტიჩი, გარსია - მარკიონი.
ტრავმა: ილიჩიჩი, დოსენა, სორენტინო - ნინისი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=6-6, (22-24)

პესკარა-ფიორენტინა 22.45
დისკვალიფიკაცია: ბალცანო (პესკარა).
ტრავმა: სკული, ვუკუსიჩი, ბიანკი, კარალიო, დაგოსტინო, მოდესტო, ვეისი, კუინტერო, კაპრარი, პელიცოლი - ლარონდო, სისოკო, კამპორეზე, სავიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (3-1)

სიენა-მილანი 22.45
დისკვალიფიკაცია: მუნტარი (მილანი).
ტრავმა: ვერგასოლა, მატეუ, პოცი - დე იონგი, ბოიანი.
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +1=2-14, (15-40)

ტორინო-კატანია 22.45
ტრავმა: ბიანკი, სტევანოვიჩი, დამბროზიო, სანტანა - შაკა, პოტენცა, ალვარესი, ლეგროტალიე.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6=4-3, (15-13)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები: 28 - კავანი (ნაპოლი); 22 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი), ოსვალდო (რომა); 15 - დენისი (ატალანტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული