გალიანიმ განაცხადა, რომ 22 მაისს გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა კლუბი მასიმილიანო ალეგრისთან თანამშრომლობას, რომლის წაყვანაც "რომას" სურს.
"ვფიქრობ, ოთხშაბათს, 22 მაისს შევხვდებით და მის მომავალზე შევთანხმდებით. გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტთან ერთად გამოვიტანთ. ჯერ გავიგებთ, რა ხედვები აქვს ალეგრის გუნდის მშენებლობასა და მომავალი სეზონის გეგმებზე", - განაცხადა ადრიანო გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" სერია A მე-3 ადგილზე ჩაამთავრა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ასევე იხილეთ:
სერია A. ბოლო ტური: "მილანი" ბეწვის ხიდზე [VIDEO]