როგორც უკვე ცნობილია, "რეალი" და თავად არგენტინელი ფეხბურთელი თანახმანი არიან, დაიწყოს მოლაპარაკება ტრანსფერზე. "პიპიტას" "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არა აქვს. მას ხიბლავს "ბებერი ქალბატონის" რიგებში გადასვლის პერსპექტივა.
ესპანური პრესის ცნობით, "რეალი" იგუაინის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიური გრანდი ამდენის გადახდას არ აპირებს. არგენტინელი, სავარაუდოდ, 25 მილიონად გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელს "რეალთან" 2016 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება.
ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი": 25 მილიონი გონსალო