47 წლის ფრანგი სპეციალისტი ბოლოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში და ამჟამად უმუშევარია. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია გადასული და შეთანხმების ალბათობა ძალიან მაღალია. ბლანის "რომაში" შესაძლო დანიშვნას საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი დიდიე დეშამი გამოეხმაურა:
"ძალიან გამახარა ცნობამ იმასთან დაკავშირებით, რომ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბლანის კანდიდატურა განიხილება. იმედია, შეთანხმება შედგება და ლორანი იტალიაში
"რომას" მესვეურებმა დაადასტურეს ბლანთან მიმდინარე მოლაპარაკებები და ისიც ითქვა, რომ შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია. იტალიური სპორტული პრესა გვამცნობს, რომ ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება და ლორანს იტალიაში თანაშემწეებად მისი ძველი მეგობრები: ჟან-ლუი გასე და ალენ ბოგოსიანი ჩაჰყვებიან. ერთი სიტყვით, ბლანი უკვე თამამად შეგვიძლია მოვიაზროთ "ჯალოროსის" თავკაცად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"რომას" ლორან ბლანის მიწვევა სურს