ედინსონ კავანიმ მანუელ პელეგრინი და ჟოზე მოურინიო შეაქო

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ედინსონ კავანის ნეაპოლიდან შესაძლო აბარგებაა.

26 წლის ურუგვაელზე ნადირობაა გამოცხადებული, მისი საბაზრო ღირებულება კი 63 მილიონ ევროს შეადგენს. პირველი წინადადება ნეაპოლელებმა "ჩელსის" მესვეურებისგან მიიღეს: 30 მილიონი ევრო და ფერნანდო ტორესი, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა ცივი უარი განაცხადა. აურელიო დე ლაურენტისი ტორესის გამო ფასის განახევრებას არ დათანხმდა და ლონდონელები უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ცნობის თანახმად, არტისტოკრატებმა სამხრეთელებს ახალი წინადადებით მიმართეს და თანხას 10 მილიონი დაუმატეს - ანუ 40 მილიონი და ფერნანდო ტორესი... ამ შეთავაზებაზე ნეაპოლელთა პასუხი
ჯერ უცნობია, თვითონ კავანიმ კი, როგორც იქნა, ამოიღო ხმა და შემდეგი განაცხადა:

"ამ დროისთვის მხოლოდ ურუგვაის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ და კონფედერაციათა თასზე საასპარეზოდ ვემზადები. ჩემი ბედი სწორედ ამ ტურნირის შემდეგ გაირკვევა და იქამდე საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი"? - არ დავმალავ, რომ ორივე გუნდი მესიმპათიურება და თუ სადმე გადასვლაა, სწორედ ინგლისისკენ ავიღებდი გეზს. გარდა იმისა, რომ პრემიერლიგაა განსაკუთრებული ტურნირი, "სიტისაც" და "ჩელსისაც" ბრწყინვალე მწვრთნელები უდგანან სათავეში. მანუელ პელეგრინისთან და ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ერთი სიამოვნება იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: მინდა ისეთ მწვრთნელთან ვიმუშაო, როგორიც მოურინიოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული