ანდრეა პოლი
პრესაში დაიწერა, რომ ანდრეა პოლი უკვე "მილანის" ფეხბურთელია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. "სამპდორიას" ბოსებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაშია, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ.
ხავიერ პასტორე
პასტორეს გადაბირება ჩვენს გეგმაშია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. პსჟ-ის მესვეურებს არგენტინელი არ ეთმობათ, ჩვენ კი იმდენი თანხა არ გვაქვს, ფრანგებს სასურველი ფეხბურთელი დავათმობინოთ. მიუხედავად ამისა, მცდელობას არ ვაკლებთ.
ჟერემი მენეზი
მენეზით ჩვენი დაინტერესების
მარკო ვერატი
პსჟ-ის გეგმებში მარკო ვერატის გაშვება არ შედის და ეს თემა შეგვიძლია დავხუროთ.
ადემ ლიაიჩი
დასამალი არაფერია - ლიაიჩის სანაცვლოდ, "ფიორენტინას" 10 მილიონი ევრო შევთავაზეთ, საბოლოო სიტყვა კი ფლორენციელებზეა. მასიმილიანო ალეგრის ადემის თამაში ძალიან მოსწონს და იმედია, ტრანსფერი შედგება.
იეპესი წავიდა
მართალია, "მილანი" სატრანსფერო ბაზარზე ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება, მაგრამ გარკვეული სიახლეები ამ გუნდის ბანაკიდანაც გვაქვს. მაგალითად, 37 წლის მარიო იეპესს კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისს დაუმთავრდა და მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. აღარ თუ ვეღარ, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მომდევნო სეზონიდან კოლუმბიელი სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ განცხადება თვითონ მარიომ გააკეთა:
"მილანური გრანდის მესვეურებმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს, მაგრამ უარი განვაცხადე. მიზეზი? - მთავარი მწვრთნელი ვერ მპირდება, რომ რეგულარულად ვითამაშებ, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. მომდევნო ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატია, ამ ტურნირს კი იდეალურ ფორმაში უნდა შევხვდე. ამიტომ თავისუფალი აგენტი გავხდი და იქ გადავალ, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ვიასპარეზებ. რამდენიმე შემოთავაზება უკვე მაქვს, რაც ძალიან მახარებს. დიდია შანსი, იტალიაში დავრჩე და კარიერა სერია "ა"-ში გავაგრძელო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: სტეფან ელ შაარავი არ იყიდება!