სიმონე პეროტამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
35 წლის სიმონე პეროტა კარიერის დასრულებაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოოდ, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. "რომამ" პეროტას კონტრაქტის გახანგრძლივება არ შესთავაზა, სხვა გუნდში გადასვლას კი ფეხბურთელმა კარიერის დასრულება ამჯობინა - აქვე მისი კომენტარი:

"ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ კარიერის დასასრულებლად იდეალური დროა. ჩემი გული "რომას" ეკუთვნის და მსურდა, ბოლო მატჩი სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ჩამეტარებინა. მართალია, ეს ბოლო მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს კარიერაში, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი.

ვგულისხმობ იტალიის თასის ფინალურ პაექრობას, სადაც "ლაციომ" დაგვამარცხა. ეს
თამაში ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და ალბათ, ვერასდროს მოვინელებ. დიდი სურვილი მაქვს, რომ "რომას" მენეჯმენტში დავრჩე და საყვარელი კლუბისთვის ვიღვაწო, თუმცა ეს თემა ჯერ არავისთან განმიხილავს. ნებისმიერ შემთხვევაში, "რომას" გულშემატკივრად ვრჩები და ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამახარებს".

სიმონე პეროტა 2004 წლიდან "რომას" ფეხბურთელია - ამ ხნის განმავლობაში დედაქალაქური კლუბის ღირსება 246-ჯერ დაიცვა და 26 გოლი გაიტანა. პეროტას რეგულარულად იძახებდნენ იტალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში - მის ანგარიშზე 48 სანაკრებო მატჩი და 2 შედეგიანი დარტყმაა. პეროტა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია და რა თქმა უნდა, ეს მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A-ში კონტრაქტებს ითხოვენ და გაურბიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული