ფლორენციული კლუბის მესვეურები მზად არიან 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ "პალერმოს" ბიუჯეტში 13 მილიონი ევრო გადარიცხონ, თუმცა სიცილიელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე აღნიშნული ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული:
"შეტევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ილიჩიჩის გადაბირებით ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს გადავდავთ წინ. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ იოსიპის შესაძენად ყვერლაფერს გავაკეთებ. ზოგადად, სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო გავაქტიურდებით და იმედი მაქვს, გუნდს არაერთი ფეხბურთელით გავაძლიერებთ.
ეს ანდრეა დელა ვალეს მორიგი დაპირებაა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვას ასრულებს კიდეც - ფლორენციელებმა უკვე გადაიბირეს ხოაკინ სანჩესი და მარიო გომესი, რაც სერიოზულ შევსებათ უნდა მივიჩნიოთ - ბოლოს, "ვიოლას" მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას მოვუსმინოთ:
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება სატრანსფერო კამპანია. ხოაკინი და გომესი შეტევას მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, რაც არ შეიძლება არ გვახარებდეს. ამასთან, მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან მიმდინარეობს, რომელთა გადმოყვანის ალბათობა მაღალია. პროექტი, რომელიც ერთად დავსახეთ, წარმატებით ხორციელდება, რაც სასურველ შედეგს მალე მოიტანს. ბევრს საუბრობენ სტევან იოვეტიჩის წასვლაზე და ამით გამოწვეულ დანაკლისზე, თუმცა კარგი იქნება თუ ბუზისგან სპილოს არ ვაქცევთ.
ჩერნოგორიელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა შეუცვლელი არავინაა და დარწმუნებული ვარ, "ვიოლა" მისი წასვლით არ დასუსტდება. თუ იოვეტიჩმა წასვლა გადაიფიქრა და ჩვენთან დარჩა, ეს მხოლოდ გამახარებს და მკაფიოდ ვამბობ, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მომდევნო სეზონში, "ფიორენტინა" უკეთესი გუნდი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: მარიო გომესი "ფიორენტინაში" გადავიდა