"ბაიერნი" და "ფიორენტინა" შეთანხმდნენ ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება. 8 ივლისს ტრანსფერის საკითხი საბოლოოდ კარლ ჰაინც რუმენიგემ და ანდრეა დელა ვალემ მოაგვარეს.
"ეს იყო მარიო გომესის სურვილი, დაეტოვებინა კლუბი და ჩვენ მის სურვილს ხელი არ შევუშალეთ", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.
27 წლის მარიო გომესმა "ბაიერნში" 172 მატჩში 112 გოლი გაიტანა.
ოფიციალური წყარო არ იუწყება, მაგრამ გერმანული პრესის ცნობით, "ფიორენტინა" ახლა 16 მილიონ ევროს გადაიხდის, მოგვიანებით კი - კიდევ 4
ასევე იხილეთ:
მარიო გომესმა "ფიორენტინასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა