ფრანჩესკო ტოტის ორიგინალური მილოცვა დანიელე დე როსის

AutoSharing Option
"რომას" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველ დანიელე დე როსის 30 წელი შეუსრულდა, ფრანჩესკო ტოტიმ კი მისთვის დაბადების დღის ორიგინალურად მილოცვა გადაწყვიტა.

იტალიურ სპორტულ პრესაში ხშირად იწერება დანიელეს "ჯალოროსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ, მის მომავალს კი ყველაზე ხშირად პსჟ-ს და "ჩელსის" უკავშირებენ. თავის მილოცვაში ტოტი სწორედ ამ თემას შეეხო:

"დანი, გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, რომ კარიერის დარჩენილი პერიოდი "რომაში" გაატარო. ევროპული გრანდებიდან მეც ვიღებდი მაცდურ შეთავაზებებს, მაგრამ ჩემი არჩევანით უაღრესად კმაყოფილი ვარ.

არადა, რამდენჯერმე კლუბის გამოცვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. გირჩევ, დარჩე მშობლიურ
გუნდში, რათა იყო ისეთივე ბედნიერი, როგორიც მე ვარ დღეს. დარჩი და ჩვენ ერთად მოვიგებთ რომელიმე დიდ ტიტულს"
.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 36 წლის ფრანჩესკო ტოტი კარიერის დასრულებას მომდევნო ზაფხულს აპირებს, გამოდის, რომ დიდი ტიტულის მოგებას უახლოეს სეზონში გეგმავს.

ასევე იხილეთ:
"რომა" მზადაა, დანიელე დე როსი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული