მარიო ბალოტელი, როგორც... გამონაკლისი

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში რასიზმი ძველი პრობლემაა და მასთან გამალებული ბრძოლის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება. გასულ კვირას, რასისტული შეურაცხყოფის გამო, მოედანი დემონსტრაციულად კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კევინ კონსტანტმა დატოვა, ეს ყველაფერი კი "ტროფეო ტიმ-ის" გათამაშებაში მოხდა.

ბუნებრივია, ამ ამბავს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რასისტები ისევ ისე დაგმეს, როგორც ყოველი ასეთი ინციდენტის შემდეგ. კონსტანტის შეურაცხყოფას იტალიის ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელი კიენგე სესილი გამოეხმაურა, რომელსაც კონგოური ფესვები აქვს და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით მიაღწია კარიერულ წარმატებას - სესილმა "კორიერე დელო სპორტს" საინტერესო კომენტარი მისცა:

"მთელი ცხოვრებაა
რასიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მივაღწიე. როგორც ხედავთ, თუნდაც საფეხბურთო მოედანზე რასისტულ ნიადაგზე უამრავი ინციდენტი ხდება. კევინ კონსტანტის საქციელი სწორი იყო, მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა მოედანი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც იტალიაში რასიზმს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, ეს მარიო ბალოტელია. მახსოვს, კარიერის საწყის წლებში მას იტალიის ყველა სტადიონზე უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. დღეს, მარიო ყველას უყვარს, რაც მისმა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობამ გამოიწვია. როდესაც ბალოტელის ნაკრებში გოლი გააქვს, მთელი ქვეყანა ერთიანია.

მარიო მიიღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება ნებისმიერი ფერადკანიანის შემთხვევაშიც"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი მთელი ცხოვრება 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული