პრედრაგ მიატოვიჩი: მადრიდის "რეალი" მწარედ ინანებს გონსალო იგუაინის გაყიდვას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, 44 წლის პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" გონსალო იგუაინის გაყიდვას მალე მწარედ ინანებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელი ფორვარდი "რეალმა" "ნაპოლიში" 37 მილიონ ევროდ გაყიდა.

"როცა "რეალმა" იგუაინი იყოდა, ეს ძალიან ნიჭიერ ბიჭად მოჩანდა. ის კარგად შეეწყო ესპანურ ფეხბურთსა და "სამეფო კლუბს", როცა კაპელოს გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, იგუაინმა ამაში ლომის წილი დაიდო. და მას მერე კიდევ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი.

ძალიან, ძალიან ძნელია ისეთი ფეხბურთელების შეცვლა, რომელთაც სეზონში 25-30 გოლის გატანა შეუძლიათ"
.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს იგუაინის გარდა. "რეალმა" "ნაპოლიში" ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი გაყიდა. "ნაპოლის" ესპანელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი წვრთნის.

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი" შემართებით იწყებს: პირთამდე გავსებული "სან პაოლო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იგუაინი მართლა კარგი ფეხბურთელია! უბრალოდ რონალდოსთან დაიკარგა! - იგუაინის გაყიდვას, ბევზემა გაეყიდათ ერჩიათ, მაგრამ ზიდანი ეტყობა ბენზემას მფარველობს
brola
00:51 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული