სუფთა იტალიური ამბავი: მაქინაციები კალჩოში

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი თვის წინ, "ლეგა კალჩოს" პორეზიდენტი მაურიციო ბერეტა "რაი სპორტს" ესტუმრა და იტაოლიური საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე ვრცლად ისაუბრა.

ერთ-ერთი მთავარი თემა ადგილობვრივი ფეხბურთელების წამოწევა და იტალიის ქვედა დივიზიონების დაბალი დონის ფეხბურთელებისგან გაწმენდა გახლდათ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ყველას კარგად ესმის, რომ თუ სერია B-სა და პრო ლიგის გათამაშებებში ნაკლები უცხოელი იქნება, ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს მეტი გასაქანი ექნებათ. ბერეტამ ერთი უცნაური ფრაზა თქვა:

"უკვე მოქმედებს გეგმა, რომელიც უცხოელების გადინებას და იტალიელ ფეხბურთელთა წინ წამოწევას უწყობს ხელს, თუმცა
თქვენ რატომღაც ეს ვერ შეამჩნიეთ"
... "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აპენინელ ჟურნალისტებს თავსატეხი გაუჩინა. ბერეტა მალევე გაიშიფრა, მის გეგმაზე კი ქვემოთ მოგითხრობთ...

გეგმა, რომელიც მოქმედებს...
იტალიურ საკლუბო ფეხბურთში მოქმედებს წესი, რომელიც კლუბებს ერთ სეზონში ორ არაევროკავშირელ ფეხბურთელზე მეტის დამატებას უკრძალავს. ოღონდ, ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც უცხოეთში ასპარეზობენ. ანუ, არაევროკავშირელს ერთი იტალიური კლუბიდან მეორეში გადასვლა თავისუფლად შეუძლია.

არის კიდევ ერთი წესი - იტალიური კლუბი მესამე არაევროკავშირელის დამატების უფლებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ერთ არაევროკავშირელს იტალიის ფარგლებს გარეთ გაუშვებს. ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც მაურიციო ბერეტა საუბრობდა.

რატომ იყიდა რომამ ბაბუ?
ამ ზაფხულს, "რომამ" დუგლას მაიკონი და მეჰდი ბენეტია გადაიბირა, რითიც არაევროკავშირელი ფეხბურთელების შეძენის ლიმიტი ამოწურა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელებმა შეძლეს და კოტდივუარელი ჟერვინიო გადაიბირეს. როგორ? - ამოქმედდა იტალიის ფარგლებს გარეთ არაევროკავშირელი ფეხბურთელის გაშვების წესი...

"ჯალოროსის" მესვეურებმა იტალიის რანგით მესამე დივიზიონიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინმე ბაბუ გადაიბირეს - ისიც არაევროკავშირელი, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იტალიურ კლუბებს შორის ტრანსფერი დაშვებულია; ანუ, რომაელებმა ბაბუ დაიმატეს და მეორე დღესვე იტალიის ფარგლებს გარეთ უკრეს თავი - შედეგად, მათ მიიღეს მესამე არაევროკავშირელის დამატების უფლება და ჟერვინიო გადაიბირეს.

იტალიელი ჟურნალისტები ამ საკითხს ჩაუღრმავდნენ და ბოლო ორ სეზონში ათეულობით ასეთი ტრანსფერი ამოიცნეს. იტალიის ფარგლებს გარეთ გაშვებულ დაბალი დონის ფეხბურთელთა გვარებით არ გადაგღლით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მაურიციო ბერეტას და "ლეგა კალჩოს" მესვეურთა ამ მზაკვრულ გეგმას საფეხბურთო იტალია დადებითად გამოეხმაურა - ერთი:

იტალიას დაბალი დონის ფეხბურთელები ტოვებენ; მეორე: ახალგაზრდა იტალილებს მეტი გასაქანი აქვთ; მესამე: მთლიანად კალჩოში ფეხბურთელთა საერთო დონე მაღლდება - თუნდაც ზემოთმოყვანილ მაგალითში ბაბუ ჟერვინიომ ჩაანაცვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კევინ სტროტმანი: "რომა" ტრამპლინი კი არა მწვერვალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული