"რომამ" "ტორონტოს" გადაურბინა

AutoSharing Option
ევროპულ გრანდთა უმეტესობის მსგავსად, ახალი სეზონისთვის "რომაც" ამერიკაში ემზადება. რუდი გარსიას გუნდმა მორიგი სპარინგი გამართა და ამჯერად "ტორონტოს" ეპაექრა. იტალიელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე იძალეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს, 4:1.

რომაელები ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ მთლიანობაში, კანადელებს მაინც ძლიერი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ. მართალია, პაბლო ოსვალდოს და მატია დესტროს არ უთამაშიათ, მაგრამ სამაგიეროდ, ერიკ ლამელა და ფრანჩესკო ტოტი იყვნენ მწყობრში. მთელი მატჩი ითამაშა მარკო ბორიელომ, რომელიც რუდი გარსიას სულ უფრო და უფრო მოსწონს.

ძირითადში არ იყო მირალემ პიანიჩი, მაგრამ შეხვედრის
გმირი სწორედ ის გახდა. გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ბოლო ორი გოლი პიანიჩის ანგარიშზეა, რომელთაგან განსაკუთრებით ეფექტური მეორე გამოდგა - მირალემმა ჯერ მცველს აუარა გვერდი, შემდეგ მეკარეც ჩამოიცილა და ცარიელ კარში ბურთი ქუსლით შეაგორა.

ნამატჩევს, ბევრმა აღნიშნა, რომ ამ გოლით მირალემმა მეტოქე მასხრად აიგდო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თავი იმართლა და განაცხადა, რომ იმ ეპიზოდში ყველაზე კომფორტული სწორედ ქუსლით თამაში იყო. ვთქვათ ისიც, რომ კარგი შთაბეჭილება დატოვა დატოვა ბორიელომ, რომელიც თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა. შეგვიძლია დულას მაიკონიც გამოვარჩიოთ, რომელიც პირველ ნახევარში ძალიან აქტიური იყო, თუმცა შემდეგ დაღლა დაეტყო და მალევე შეცვალეს.

"რომამ" 4-3-3 სქემით ითამაშა და ამჯერად, ნომინალურ ნახევარმცველთაგან წინ მარკინიო იყო აწეული. ეს უკვე გარსიას სტილია - მას ფრთებით უყვარს თამაში, მაგრამ ვერ რისკავს და ერთ-ერთ ფლანგზე არა გამოკვეთილ შემტევს, არამედ უფრო შუახაზელს ათამაშებს; წინა შეხვედრაში ეს ალესანდრო ფლორენცი გახლდათ, ამჯერად კი მარკინიო. ნამატჩევს რომაელთა მწვრთნელმა შეგირდები შეაქო, განსაკუთრებით კი პიანიჩი:

"კარგი თამაში იყო, რომელშიც სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. გუნდი პროგრესირებს და ეს განვილმა თამაშმა დაადასტურა. დაცვაში გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ბუნებრივია და განგაშის საფუძველს არ იძლევა. ვიხ გამოვარჩევდი? - მირალემ პიანიჩს, რომელმაც ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა.

მას დიდი შესაძლებლობები აქვს და ვფიქრობ, მომდევნო სეზონში თავის სიტყვას იტყვის. სხვა მოთამაშეებზეც მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, მაქსიმალურად მოინდომეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. ფეხბურთელებს უკეთ ესმით რას ვითხოვ მათგან და ეს ყველაზე მეტად მახარებს"
.

ტორონტო-რომა 1:4
გოლები: 1:0 ბურდისო (15-საკ. კარში), 1:1 ფლორენცი (25), 1:2 ბორიელო (33), 1:3 პიანიჩი (67), 1:4 პიანიჩი (87).
რომა (4-3-3): დე სანკტისი (46. ლობონტი) - მაიკონი (62. რომანიოლი), იედვა (79. ტოროსიდისი), ბურდისო, დოდო - ბრედლი (88. ვერე), ტადეი (76. სტროტმანი), ფლორენცი (71. ტოტი) - ლამელა (71. ტალო), მარკინიო (24. პიანიჩი), ბორიელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კევინ სტროტმანი: "რომა" ტრამპლინი კი არა მწვერვალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული