"რომა" ფრანჩესკო ტოტისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

AutoSharing Option
"რომასა" და თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს და უახლოეს მომავალში მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.

ფეხბურთელს კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა საუბარი მისი წლით ან ორი წლით გახანგრძლივებაზეა.

Сalciomercato-ს ცნობით, ასევე განიხილება კონტრაქტის 5 წლით გაგრძელების ვარიანტიც, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ტოტის სამწვრთნელო ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებას ითვალისწინებს.

2012/13 წლების სეზონში, იტალიის ჩემპიონატსა და ქვეყნის თასზე "მგლების" კაპიტანმა 37 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ასევე იხილეთ:
"რომას"
პრეზიდენტი: მალე ფრანჩესკო ტოტის ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული