კლაუდიო მარკიზიო: არ მინდა არც "მანჩესტერ იუნაიტედში" და არც მადრიდის "რეალში"

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა კლაუდიო მარკიზიოს "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა. 27 წლის ნახევარმცველის მომავალი არაერთ გუნდს დაუკავშირეს: მადრიდის "რეალს", "მონაკოს", პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედს"... თავად ფეხბურთელს თურმე არსად წასვლა არ სურს და ამის შესახებ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა:

"რამდენი ხანი უნდა წეროთ ჩემი სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ? - ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. არც "რეალში" მსურს თამაში, არც "მანჩესტერ იუნაიტედში" და არც ფრანგულ კლუბებში. ჩემი ადგილი "იუვენტუსშია" და მსურს, აქვე დავასრულო კარიერა. ეს ჭორები
უკვე ნერვებს მიშლის და კარგი იქნება, თუ შეწყდება უსაფუძვლო სპეკულაციები".

კლაუდიო მარკიზიომ ამერიკულ ტურნესა და ამხანაგურ შეხვედრებზეც გააკეთა კომენტარი:

"ბევრი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ ამხანაგური მატჩების უმეტესობა წავაგეთ. კრიტიკა გადაჭარბებული მგონია, რადგან მატჩთა უმეტესობა თერთმეტმეტრიანებში დავთმეთ და ესეც რომ არა, ამხანაგურ შეხვედრებში შედეგი მეორეხარისხოვანია.

მთავარია, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ მწვრთნელის დავალებებს, რომლებ
იც შედეგს ყველაზე ნაკლებად გვთხოვს. ანტონიო კონტემ იცის, რასაც აკეთებს და დარწმუნებული ვარ, სეზონის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული